საპარტნიორო ფონდი „გაზელ ფონდის“ პარტნიორი ხდება
პოლიტიკა - 10:46, 30 Sep, 2016     1592
სს „საპარტნიორო ფონდი“ კანადური საინვესტიციო ფონდის “გაზელ ფონდის” (Gazelle Fund) პარტნიორი ხდება. შესაბამის შეთანხმებებს „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ, “გაზელ ფონდის” მმართველი პარტნიორის - Gazelle Finanace LLC-ის მენეჯერმა ჯეფრი ლიბერტიმ, ჰოლანდიის სახელმწიფო საინვესტიციო ფონდის DGGF და ჰოლანდიის განვითარების ბანკის FMO წარმომადგენლებმა მოაწერეს ხელი.

ხელმოწერის ცერემონიას ვიცე პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი დაესწრო.

„გაზელ ფონდი“ მცირე და საშუალო ბიზნესებს დააფინანსებს. ბიზნესებს, რომლებმაც წარმატებას მიაღწიეს და სწრაფი განვითარების პოტენციალი აქვთ. შეთანხმების მიხედვით საქართველოში ალტერნატიული ფინანსური რესურსების წყარო გააჩენდება, რაც ახალი ბიზნესების წამოწყებისა და შესაბამისად ახალი სამუშაო ადგილების, შემოსავლებისა და ეკონომიკური ზრდის გარანტორი იქნება და ამაში საკუთარ წვლილს საპარტნიორო ფონდი შეიტანს.

გაფორმებული დოკუმენტის თანახმად სს “საპარტნიორო ფონდი”, როგორც Gazelle Fund-ის ერთ-ერთი პარტნიორი, ფონდის კაპიტალში 6 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის ინვესტირებით შედის. Gazelle Fund-ის კაპიტალი საწყის ეტაპზე 27,5 მლნ დოლარია, ხოლო შემდგომ მისი საინვესტიციო მოცულობა გაიზრდება 70 მლნ აშშ დოლარამდე, საიდანაც მინიმუმ 60% საქართველოში დაიხარჯება.

ფონდს მართავს აშშ-ში რეგისტრირებული კომპანია Gazelle Finanace, ფონდის პარტნიორები არიან ჰოლანდიის სახელმწიფო საინვესტიციო ფონდი DGGF და ჰოლანდიის განვითარების ბანკი FMO.

ფონდს პარტნიორებთან ერთად აფინანსებს აშშ-ის მთავრობის განვითარების საფინანსო ინსტიტუტი - „უცხოეთის კერძო საინვესტიციო კორპორაცია“ OPIC, რომელმაც ფონდს სესხის სახით გამოუყო 21 მილიონი აშშ დოლარი.

ეს არის პირველი შემთხვევა, როცა საპარტნიორო ფონდი ინვესტიციას დებს საერთაშორისო კონსორციუმში, რომელიც მეტწილად ფოკუსირებული იქნება საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესში ინვესტიციების განხორციელებით.

Gazelle Fund-ის შესახებ

“გაზელ ფონდი” (Gazelle Fund) კანადაში, ონტარიოს შტატში რეგისტრირებული საინვესტიციო ფონდია, რომელიც Gazelle Finanace დააფუძნა. მმართველი პარტნიორი Gazelle Finance კი წარმოადგენს აშშ-ში, დელავერის შტატში რეგისტრირებულ საინვესტიციო ფონდს, რომელიც აშშ-ს ფინანსური ზედამხედველობის სააგენტოს მიერ არის რეგულირებული. Gazelle Fund-ის მიზანია ინვესტიციების განხორციელება ყოფილ საბჭოთა კავშირის ქვეყნებში, კერძოდ საქართველოში, სომხეთში, მოლდოვასა და ყირგიზეთში.

საპარტნიორო ფონდის შესახებ

სააქციო საზოგადოება საპარტნიორო ფონდი საქართველოს მთავრობის მიერ 2011 წელს დაარსდა. სახელმწიფო ფლობს ფონდის 100 პროცენტს. საპარტნიორო ფონდის აქტივები 5 მილიარდ ლარს აჭარბებს. ფონდი ფლობს „საქართველოს რკინიგზის“, „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“, „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“, ელექტროსისტემების კომერციული ოპერატორისა“ და ნაწილობრივ, „თელასის“ აქციებს. ფონდის ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა საინვესტიციო მიმართულებებთან ერთად, ამ სახელმწიფო სტრატეგიული აქციების სწორი კორპორატიული მართვა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42