გიორგი მღებრიშვილმა შს სამინისტროში დონორთა საკოორდინაციო შეხვედრა გახსნა
პოლიტიკა - 10:29, 30 Sep, 2016     1315

შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი მღებრიშვილმა, დონორთა ყოველწლიური საკოორდინაციო შეხვედრა გახსნა.

შს მინისტრმა კონფერენციაში მონაწილე დონორი ორგანიზაციებისა და პარტნიორი სახელმწიფოების წარმომადგენლებს უწყებაში მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების, ასევე, არსებული მიღწევების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.

„პირველ რიგში, მსურს, მადლობა გადავუხადო ჩვენს პარტნიორ ორგანიზაციებს, განსაკუთრებით კი, აშშ-ს საელჩოსა და ევროკავშირის დელეგაციას საქართველოში, რომელთაც უდიდესი წვლილი მიუძღვით შსს-ს სხვადასხვა მიმართულების განვითარების პროცესში. მოგეხსენებათ, ევროატლანტიკური ინტეგრაცია საქართველოს მთავრობის საგარეო პოლიტიკის უმთავრესი პრიორიტეტია და შსს-ში განხორციელებული რეფორმები სწორედ საერთაშორისო სტანდარტებთან მიახლოებას ისახავს მიზნად. ჩვენი მიზანია ძლიერი ინსტიტუტის ჩამოყალიბება, რომელიც ღირსეულად გაართმევს თავს თავის უმთავრეს ფუნქციებს: დაიცვას საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება, ეფექტიანად ებრძოლოს დანაშაულს და მოახდინოს მისი პრევენცია“, - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა.

გიორგი მღებრიშვილმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა შსს-ს ინსტიტუციურ განვითარებაზე, საგამოძიებო და პრევენციული მიმართულებების გაძლიერებაზე.

კონფერენციაზე შსს-ს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის თანამშრომლებმა სტუმრებს სამინისტროში განხორციელებული პროექტების შესახებ პრეზენტაცია, ასევე, შს დანაყოფების არსებული საჭიროებების ანალიზის შედეგები წარუდგინეს, რომლებიც მოკლე და საშუალო ვადიანი პრიორიტეტებისა და სხვადასხვა საერთაშორისო ვალდებულებიდან გამომდინარეობს.

კონფერენციას საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების, ევროკავშირის წევრი ქვეყნების, დიპლომატიური მისიისა და საქართველოს მთავრობის შესაბამისი უწყებების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42