შინაგან საქმეთა სამინისტროში დღეს საგანგებო ბრიფინგი გაიმართა, რომლის ფარგლებშიც ცნობილი გახდა, რომ ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, სამართალდამცავებმა იარაღის საიდუმლო მარაგები აღმოაჩინეს.
აღნიშნულის შესახებ კომენტარს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე აკეთებს და აცხადებს, რომ იგი ამ საკითხით დაინტერესდება:
„მე შინაგან საქმეთა სამინისტროს დღევანდელი ინფორმაციით ვარ გაოგნებული და მეტ კომენტარს ახლა არ და ვერ გავაკეთებ ძალიან ბევრი გარემოებიდან გამომდინარე. მე როგორც პარლამენტის თავმჯდომარე, უშიშროების საბჭოს წევრი ცოტა სხვა ფორმით და სხვა ფორმატში ვეცდები საკითხში გარკვევას, რადგან ძალიან ხშირად და ბევრჯერ საჯარო სივრცეში სასაუბრო არ არის ხოლმე. ვარ გაოგნებული და შოკირებული. რატომ და რის გამო, ამაზე ახლა ვერაფერს გეტყვით. იმედი მაქვს მომეხსნება ეს გაოგნება და არ მექნება ამის საფუძველი“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






