როგორც წინა ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, აღმოჩენილი იარაღი რუსეთის აგრესიისგან თავდაცვის გეგმის ნაწილი იყო მღებრიშვილის უწყებამ კი საიდუმლო გრიფით დაცული ლოკაციები გათქვა.
უმრავლესობაში კი არ გამორიცხავენ, რომ აღმოჩენილი საბრძოლო იარაღი წინა ხელისუფლებას პოლიტიკური ინტერესებისთვის სჭირდებოდა.
მაგალითად მანანა კობახიძე "ნიუპოსტთან" ამბობს, რომ თუ ობიექტები გრიფით საიდუმლო სტატუსის მატარებელი იყო, ეს დოკუმენტალურად უნდა იყოს დადასტურებული და თავდაცვის სამინისტროში უნდა ინახებოდეს.
ბუნებრივია "ნიუპოსტი" თავდაცვის ყოფილი მინისტრის თინა ხიდაშელის კომენტარაით დაინტერესდა, თუმცა ყოფილმა მაღალჩინოსანმა აღნიშნულ საკითხზე კომენტარის გაკეთება არ ისურვა, რითაც კიდევ უფრო დიდი კითხვის ნიშანი გააჩინა.
"ამ თემაზე არ ვაკეთებ კომენტარს, მგონი მიზეზს მიხვდებით"- გვითხრა თავდაცვის ექსმინისტრმა.
თავდაცვის სამინისტრო კი აცხადებს, რომ მათ იარაღის მსგავსი სამალავის არსებობის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონიათ.
"იარაღის სამალავის არსებობის შესახებ, თავდაცვის სამინისტროს არანაირი ინფორმაცია არ გააჩნდა"- აღნიშნა "ნიუპოსტთან" თავდაცვის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა თამარ გორთამაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






