,,თუ ეს ობიექტები გრიფით საიდუმლო იყო, დოკუმენტაცია თავდაცვის უწყებაში უნდა ინახებოდეს“ - მანანა კობახიძე იარღის საცავზე
პოლიტიკა - 18:09, 29 Sep, 2016     2573
"ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერი მანანა კობახიძე არ გამორიცხავს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ქვეყნის სხვადასხვა ტეროტორიაზე აღმოჩენილი დიდი რაოდენობით ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა "ნაციონალურ მოძრაობას" პოლიტიკური ინტერესებისთვის სჭირდებოდა.

როგორც მმართველი პარტიის წარმომადგენელმა "ნიუპოსტს" განუცხადა, ეს მხოლოდ ვარაუდია, გამოძიება კი შესაბამისმა სამსახურებმა უნდა ჩაატარონ.

"ძალიან საყურადღებო ფაქტია, შინაგან საქმეთა სამინისტრომ და შესაბამისმა უწყებებმა ყველაფერი უნდა გააკეთონ იმისთვის, რომ დადგინდეს ვის მიერ იქნა ეს იარაღი შეძენილი, შემდეგ ვის მიერ იქნა გადამალული და რა მიზნით. მოკლედ ეს არის დანაშაული, რომელსაც გამოძიება, მოტივების დადგენა და შესაბამისად დამნაშავე პირების გამოვლენა სჭირდება. ცოტა რთულია, პირდაპირი განცხადებები გავაკეთო და ეს ყველაფერი დავუკავშირო ნაციონალურ მოძრაობას, მაგრამ ყველაფრის ალბათობა არის. თუ ისინი გეგმავდნენ არეულობას, შესაძლებელია ასეთი ქმედებებიც განეხორციელებინათ. ეს ვარაუდია, რომელსაც გამოძიება სჭირდება"- აღნიშნა "ნიუპოსტთან" საუბრისას მანანა კობახიძემ.

რაც შეეხება ნაციონალური მოძრაობის წევრების განცხადებას, რომ დღეს აღმოჩენილი იარაღი რუსეთის აგრესიისგან თავდაცვის გეგმის ნაწილი იყო, "ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერი ამბობს, რომ თუ ობიექტები გრიფით საიდუმლო სტატუსის მატარებელი იყო, იმ შემთხვევაში ეს დოკუმენტალურად უნდა იყოს დადასტურებული და თავდაცვის სამინისტროში უნდა ინახებოდეს.

"თუ ეს იყო თავდაცვის მიზნებიდან გამომდინარე, ეს ყველაფერი თავდაცვის სამინისტროს განკარგვის ქვეშ უნდა ყოფილიყო. ეს უნდა ყოფილიყო დაცული გრიფით საიდუმლო, მაგრამ ოფიციალური სახელმწიფო სტრუქტურების გამგებლობის და ზედამხედველობის ქვეშ, სხვანაირად ეს ყველაფერი არის უკანონო - მე თქვენთან სუფთა სამართლებრივ შეფასებას ვაკეთებ. ის, რაც სახელმწიფოს თავდაცვისთვის სჭირდება, იარაღის სახით, ამას ძალიან მკაცრი აღრიცხვა და მკაცრი კონტროლი სჭირდება, ამას თავდაცვის სამინისტრო და შესაბამისი ორგანოები აკონტროლებენ. თუ არ არსებობს თავდაცვის სამინისტროში რაიმე სახის დოკუმენტი, მაშინ ეს არის ძალიან მიამიტური განცხადება, მაგრამ ნაციონალები არ არიან მიამიტები. რა თქმა უნდა, არც იმას გამოვრიცხავ, რომ მსგავსი ტიპის სამალავები წინა ხელისუფლებას შეექმნა, რომ საჭირო დროს საჭირო შემთხვევაში გარკვეული მიზნებისთვის გამოეყენებინათ, ის პოლიტიკური ძალა რომ ძალადობაზეა ორიენტირებული და ყველა მეთოდს მიმართავს ხელისუფლებაში დასაბრუნებლად, ამაში ეჭვი აღარავის ეპარება. თუმცა ეს მაინც ვარაუდია, მთავრი სიტყვა გამოძიებამ უნდა თქვას და თუ ამ პარტიასთან კავშირები დადასტურდა, მაშინ ნაციონალური მოძრაობა კრიმინალურ გაერთიანებად გვევლინება"- აღნიშნა მანანა კობახიძემ.

დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროში საგანგებო ბრიფინგი გაიმართა, რომლის ფარგლებშიც ცნობილი გახდა, რომ შსს-მ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან და მთავარ პროკურატურასთან ერთად, საბრძოლო იარაღის მარაგს მიაკვლია. საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო. როგორც შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, სამარხები 2009-2011 წლებში არის შექმნილი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42