„ხალხს აქვს განაწყენება და ნიჰილიზმის განცდა ჩემდამი და იმ ხელისუფლებისადმი რომელიც მე დავტოვე, იმის გამო რომ არ დაისაჯნენ. რომ დაბრუნდეს 2012 წელი აბსოლუტურად იგივეს გავაკეთებდით. გავაკეთეთ შეუძლებელი. თუ გნებავთ „კოჰაბიტაცია“ სიტყვა მე არ ვიცოდი, ეს რა თქმა უნდა უცხოურია და ჩვენი თანამეგობრობიდან არის შემოტანილი. ჩემი დამოკიდებულება იყო რომ სასამართლოს გარეშე არავინ გასამართლდეს და ღმერთმა დაგვიფაროს ამისგან. მათ ეს გააკეთეს, შედეგი ჩვენ მივიღეთ და ვნახეთ. სხვათა შორის რაღაც ცდა ჩაატარეს სადღაც სტუდენტებზე, პატიმრის და ციხის თანამშრომლების როლში და იქ როგორი აგრესია გამოავლინეს. ამისგან თავი უნდა შევიკავოთ ყველამ. საზოგადოების მიმართ ზოგჯერ წყენა მეც მაქვს, რომ არ ესმით რამდენი გავაკეთეთ, ბეწვის ხიდზე დავდიოდით რომ ჩვენი პარტნიორები არ დაგვეკარგა. განწყობა ქონდათ რომ საქართველო არის დემოკრატიის შუქურა და ჩემტან საუბრის დროს შოკში ვარდებოდნენ იმის გამო, რომ შესაძლოა პროცესები გაგრძელდეს და კიდევ ვინმე დაიჭირონ. გაოგნებულები იყვნენ და 90 % მათ ახსნა-განმარტებებში ვხარჯავდი. ის რომ აშშ-ს და ევროპას ჩვენს მიმართ იმედგაცრუება ქონდეს ეს ტრაგედია იქნება, ამისთვის ვიღწვოდი. მათი არდარწნმუნება, რომ ჩვენ ამას სუფთა ხელიებით ვაკეთებთ, იყო ძალიან რთული, კოშმარული წელწადი იყო. ამ დროს ხალხი მეორე მხრიდან ითხოვს უკიდურესობას. იქიდან- „ხელი არ გაანძრიო, როგორ შეიძლება დემოკრატიულად მოსულმა ხელისუფლებამ ვინმე დაიჭიროს , უკან არ გაიხედო, მარტო წინ იყურე“- სულ ამას მარიგებდნენ, იურმალაში შეკრება იყო, ქალაქგარეთ გამიყვანეს, იქ იყო 3-4 პრემიერ-მინისტრი, 10 საგარეო საქმეთა მინისტრი, პრეზიდენტი, საოცარი შევხედრა იყო და მაწვებოდნენ, არავის არ გაეკარო, მხოლოდ წინ იყურეო. როგორ ვიყურო, ვუხსნიდი, ხალხს ამდენი აგრესია აქვს და ხელოვნურად როგორ შევაჩეროო. მაგრამ მოვახერხეთ.“- განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






