„მე თუ ვიტყვი, რომ მამაკაცის სასქესო ორგანოებზე კალიასავით ხტუნვა ბოზობაა...“ - თორნიკე ნაროზაული
სოც.მედია - 14:06, 29 Sep, 2016     76650

„მე თუ ვიტყვი, რომ ოქროში ამოვლებული მღვდელი არ უნდა იძახდეს "ნეტარ არიან სულით გლახაკნი"-ო და მისთანებს - ეკლესიის მტერი ვარ... მოკლედ ქარში გაბნეულ ბაბუაწვერებს ვგავართ“ - წერს პოეტი თორნიკე ნაროზაული და საზოგადოებას სირაქლემას პოზიდან კეთილგონიერი ადამიანის პოზაში გადასვლას სთხოვს.

თორნიკე ნაროზაული: „მე მინდა გახაროთ, რომ ჩვენ ვართ ბრბო, რომელიც ვერ გამოეტია კომუნისტური იდეოლოგიის ყველაზე ცუდი გაგებიდან.

რომელმაც, ფაქტობრივად, დედა უტირა იმ მსოფლმხედველობას, რომელსაც ზოგიერთი ქართულ სულს უწოდებს.
ჩვენ ვიქეცით გათითოკაცებულ ერად, რომელიც ერთად მხოლოდ ბრბოს სახით იკრიბება.

თუმცა არა! ამ ბრბოში არის პატარ-პატარა დაჯგუფებები, იქნება ეს ნაციონალისტური, კომუნისტური, ლიბერალური, ლიბერტანიალური, ფანატიკურ-რელიგიური,
ევროპაღმერთია-ისტური,
ლიჟბიაქედანმომახევინა-ისტური, ჩვენმხოლოდამერიკაგადაგვარჩენს-ისტური, რუსეთიჩვენიმოძმექვეყანაა-ისტური, მთავარიამეარშემეხონდასხვებსმოსტყვნიათპატრონისტური და ა.შ.

მოკლედ ეს პატარა-პატარა თუ დიდ-დიდი დაჯგუფებები დღე და ღამ ჩასაფრებულიბი ვართ, რომ როგორმე ძვალ-ხორციანად გამოვხრათ ერთმანეთი.

მაგალითად -
მე თუ ვიტყვი, რომ ევროპული მსოფლმხედველობა უფრო ცუდია, ვიდრე კარგი - ბნელი კომუნისტი ვარ.
მე თუ ვიტყვი, რომ რუსეთი და თურქეთი ჩვენი მტრები არიან, ოღონდ სხელმწიფოები და არა ადამიანები, ეროვნულობის და რავიცი კიდე რის აღარ - მტერი ვარ.
მე თუ ვიტყვი, რომ მამაკაცის სასქესო ორგანოებზე კალიასავით ხტუნვა ბოზობაა - კონსერვატორუს-კომინისტუს-ბნელიუსი ვარ.
მე თუ ვიტყვი, რომ ოქროში ამოვლებული მღვდელი არ უნდა იძახდეს "ნეტარ არიან სულით გლახაკნი"-ო და მისთანებს - ეკლესიის მტერი ვარ.
მე თუ ვიტყვი, რომ ერთი და იგივეა კარის მეზბელი მე და ჩემ ცოლს საცვლებში საძინებელში გვნახავს თუ პლაჟზე ფანატიკოსი ჩარჩენილი დეგენერატი ვარ. ხო სოფლელიც.

მოკლედ ცერცვს კედელს შეაყრი თუ სახეში შეიყრი აზრი არ აქვს.
ჩვენ მაინც ქარში გაბნეულ ბაბუაწვერებს ვგავართ.

ხოდა იმ ვისთვის ავად და ვისთვის კარგად სახსენებელ სკოლაში რომ გვასწავლეს ძალა ერთობაშიაო, თურმე მართალი ყოფილა.
ყოველშემთხვევაში გათითოკაცებულ ერში რომ არაა ისეთივე თვალსაჩინოა, როგორც ჩემი მამა-პაპური ცხვირი.

აი, სწორედ ამ გათითოკაცების გამოა შუაღამისას რომ გვაჩერებს "მილიციელი" და ჟარგონულად რომ ვთქვა გვაკაჩავებს - რას დაეთრევი გარეთ, დავაი დროზე სახლში-ო. კომენდანტი საათი მაინც იყოს ეს დედაძაღლი კიდე გასაგები იქნებოდა.
საკმარისია შეეპასუხო ან ზრდილობისკენ მოუწოდო ამ ზენოთხსენებულს - ჩაგტენის 4 ვირისთავიმაიმუნი მანქანაში, კარგად მიგლეწ-მოგლეწავენ და წაგათრევენ განყოფილებაში, (მე შენ გეტყვი ბენზინის ფული დაენანებათ.)
სადაც ბუნებრივია "ბრატ, ჯოკერზე კაცი გვაკლდება და ხო არ დაგვემატები?"-ს არავინ გკითხავს. ანუ იქაც იგივე.
მიდი და უთხარი იმ ზემოთ ორჯერ ხსენებულებს, რომ პოეტი ხარ და ღამის ქალაქი გიყვარს ან ფეხბურთელი ხარ და... ასე შემდეგ.

სწორედ ჩვენი გათითოკაცების გამო ფიქრობენ სკოლის დირექტორები, უნივერსიტეტის რექტორები, თუ ლეექტორ-მასწავლებელ-სასწავლონაწილები, რომ სტუდენტ-მოსწავლეები მათი შინა-ყმები არიან.
აბა თუ ბიჭი ხარ და ხმა აიმაღლე სისტემის წინააღმდეგ. ჯერ ხო იქ მიგალანძღავენ და გაგისვრიან ქუჩაში, მერე სახლში გაგინებენ ულვაშ-ღიპიანი მამები დედის ტრაკს და იტაქსავე მერე შენი სამართლიანობის განცდითურთ.

სწორედ ჩვენი გათითოკაცების გამო სხედან შეიხებივით სამსახურებში უფროსები, თავიანთ "ზიმა-ლეტა" კაბინეტებში და "ია სკაზალ - ბოგ სკაზალ" სახეებით გვაკვირდებიან.
ამოიღებ ხმას და აჭამე შვილებს შენი სამართლიანობის განცდა!

მოკლედ ჩვენ ვართ ჩაფსმული ერი, რომელსაც უფროსების ეშინია, ე მანდ ტრაკი არავინ აუჭრელოს, ხმის ამოღების გამო.
ვისაც არ ეშინია და კი ხეხავს ციხის თუ ცარიელი სამზარეულოს იატაკს.

მოკლედ, ჩემო კეთილებო და კეთილძაღლებო ასეთი დემოკრატიულობაც მოვ...ყან, ეროვნულობაც, ევროპელობაც, რელიგიურობაც და სხვა სიკეთეებიც!

ერთობ ირონიული პოსკრიპტუმი -
დაწერეთ "ამინ" კომენტარებში და დაელოდეთ როდის გაბრწყინდება ივერია ანძასავით ან
გადადით სირაქლემას პოზიდან კეთილგონიერი ადამიანის პოზაში და მე ყოველთვის თქვენს გვერდში ვიქნებ, სადაც გინდა დამიძახოთ, ჩემ წილ საქმეს ყოველთვის გავაკეთებ!“





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42