"გამოვთქვამთ შეშფოთებას საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილი მდგომარეობის გამო"- გაერო
პოლიტიკა - 13:07, 29 Sep, 2016     1340
გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოზე საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებთან მიმართებით არსებულ რთულ ვითარებაზე ერთობლივი განცხადება გაკეთდა.

2016 წლის 29 სექტემბერს, გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს მიმდინარე, 33-ე სესიის ფარგლებში საქართველოს დელეგაციამ, გაერო-ს 46 სახელმწიფოს სახელით გააკეთა ერთობლივი განცხადება, რომელშიც გამოთქმულია ღრმა შეშფოთება საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილი ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული მდგომარეობის გამო.

განცხადება ეყრდნობა გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის 2016 წლის 13 სექტემბრის განცხადებას და გამოხატავს ღრმა შეშფოთებას საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონებში კონტროლის განმახორციელებელი ძალის მიერ უმაღლესი კომისრის ოფისის წარმომადგენლების შესვლაზე სისტემატური უარის დაფიქსირების გამო.

განცხადება ხაზს უსვამს რეგიონებში საერთაშორისო მონიტორინგის განხორციელების მნიშვნელობას, დამოუკიდებელი და ობიექტური ანგარიშების მომზადების აუცილებლობას, ასევე უმაღლესი კომისრის ოფისის, სპეციალური პროცედურების მანდატის მფლობელთა, ადამიანის უფლებების საერთაშორისო და რეგიონული მექანიზმების მეტი ჩართულობის საჭიროებას და მოუწოდებს საერთაშორისო აქტორების შეუფერხებელი წვდომის უზრუნველყოფისკენ.

აღნიშნულ განცხადებაში გაეროს წევრმა სახელმწიფოებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს საქართველოს სუვერენიტეტისა და საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42