ბიძინა ივანიშვილი მედიას გორში ხვდება. ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა კომენტარი ინტერნეტში გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებზეც გააკეთა და აღნიშნა, რომ მნიშვნელობა არ აქვს ავთენტურია თუ არა ეს ჩანაწერი, რადგან ნაციონალური მოძრაობის წევრები ღია განცხადებებშიც იგივენაირად საუბრობენ:
„ამ ჩანაწერების ავთენტურობა არაფერს არ ნიშნავს, ნაციონალების ღია განცხადებებში იგივე იკვეთება. მე მრავალჯერ მითქვამს, რომ დაწყებული 2012 წლიდან ერთმანეთს იმით ამაგრებდნენ, რომ გაზაფხულზე გეგმავდნენ რევოლუციას, გაზაფხულზე არ გამოუვიდოდათ- შემოდგომაზე და ასე შემდეგ. ავთენტურობაზე უარი რომ თქვას პროკურატურამ გამოვლენ და იტყვიან, ეგ როგორ კაცო, ავთენტურიაო, ვილაპარაკეთო. ამით რეკლამას იკეთებენ, ამით ამაგრებენ და ამხნევებენ ერთმანეთს, რომ ეს ნარჩენი გუნდი როგორმე მივიდეს არჩევნებამდე. იქნებ რაიმე საოცრება მოხდეს და მათი მშიშარა ლიდერი გახდეს უეცრად გმირი, გახსოვთ მთელი მსოფლიო მოიარა ნაციონალების ლიდერის ფოტომ გორში. როდესაც ამაყად იდგა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი. ეს ფოტო გახდა სიმბოლო შიშის. იქნებ მართლა დაძლიოს შიში, მანაც და მისმა თანამებრძოლებმაც. ნაციონალური მოძრაობა მშიშრების კომპლექტაციაა და ამ ფონზე არიან შეყრილები ერთად, მათი ძალადობაც შიშზე იყო დაფუძნებული. ყველა მოძალადე მშიშარაა. ამ დროს რეალობა ძალიან კარგად იციან, საქართველოს მოსახლეობასაც ვეტყვი, რომ ჩვენ 4 წლის წინ მოვიგეთ ბრძოლა და ახლა ომი უნდა მოვიგოთ. ეს ჩანაწერი მათივე გავრცელებულია, უნდათ იმედი ჩაუსახონ თავის თანამოაზრეებს.“- აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.
ჩანაწერებთან დაკავშირებით ბიძინა ივანიშვილმა იხუმრა და განაცხადა, რომ მას მსოფლიოს სხადასხვა ქვეყნის სპეცსამსახურებიდან ინფორმაცია აქვს, რომ ქვეყანაში მოსალოდნელ არეულობას სათავეში აკაკი მინიაშვილი ჩაუდგება და ამ საქმეს ის უსარდლებს:
„ერთი ინფორმაცია, რომელიც მართლა შეიძლება იყოს შემაშფოთებელი, ყველა დიდი ქვეყნის სპეცსამსახურებიდან მაქვს მიღებული, რომელიც თუ მართლა გამართლდა და სიმართლესთან ახლოს იყო, შეიძლება სახიფათო გამოდგეს. არის ინფორმაცია, რომ ამ ყველაფერს სათავეში ჩაუდგება აკა მინაშვილი, თუ ის როგორც თორნიკე ერისთავი უსარდლებს ამ საქმეს ხიფათი შეიძლება გაიზარდოს“- განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






