ამირან გიგუაშვილი გლდანის საოლქო საარჩევნო კომისიას ლევან კობიაშვილის რეგისტრაციიდან მოხსნისკენ მოუწოდებს
პოლიტიკა - 12:02, 29 Sep, 2016     1410
“სამწუხაროა, რომ ლევან კობიაშვილი, ისევე როგორც მისი პოლიტიკური გუნდი უხეშად არღვევს პოლიტიკური თამაშის წესებს. კანონის იგნორირება ლევან კობიაშვილის და მისი გუნდის დამახასიათებელ თვისებად იქცა, რისი ნათელი მაგალითია ის, რომ კობიაშვილმა საარჩევნო კომისიას შეგნებულად მიაწოდა მცდარი ინფორმაცია“, - განაცხადა ,,ირაკლი ალასანია თავისუფალი დემოკრატების“ გლდანის 21-ე საარჩევნო ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ამირან გიგუაშვილმა პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე.

ამირან გიგუაშვილი მოუწოდებს საარჩევნო კომისიას ამავე ოლქში ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ლევან კობიაშვილი რეგისტრაციიდან მოხსნას.

“ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ ერთ-ერთმა არასამთავრობო ორგანიზაციამ “ახალგაზრდები ევროპული მომავლისათვის” მიმართა საოლქო საარჩევნო კომისიას და ლევან კობიაშვილის რეგისტრაციის მოხსნა მოითხოვა, ვინაიდან მას არასწორი ინფორმაცია აქვს მითითებული სააღრიცხვო ბარათში. საკითხი ეხება ლევან კობიაშვილის საქართველოში ცხოვრების ორწლიან ცენზს. როგორც ცნობილია, ლევან კობიაშვილი წლების განმავლობაში ცხოვრობდა გერმანიაში. იგი 2010-2014 წლებში გამოდიოდა ს/კ ,,ჰერტაში“, ხოლო საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდგომ იგი მუშაობდა ს/კ ,,ჰერტას“ აკადემიაში მენეჯერის პოზიციაზე. ლევან კობიაშვილი, გერმანიაში ხანგრძლივი ცხოვრებისა და მუშაობის შემდეგ, საქართველოში დაბრუნდა 2015 წლის ივლისის თვეში, ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად. შესაბამისად იგი ბოლო ორი წლის მანძილზე მუდმივად არ ცხოვრობდა საქართველოში, როგორც ამას ითხოვს კანონი და ის უნდა მოიხსნას რეგისტრაციიდან.”

ამირან გიგუაშვილი განცხადებით, ლევან კობიაშვილს სააღრიცხვო ბარათში მითითებული აქვს, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში მუდმივად ცხოვრობდა საქართველოში, რაც არ შეესაბამება სინამდვილეს, რასთან დაკავშირებითაც ამირან გიგუაშვილი ჯერ კიდევ რეგისტრაციამდე ითხოვდა მისი უშუალო კონკურენტისგან ოფიციალური განმარტების გაკეთებას.

,,ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ თავად საარჩევნო კომისიის ქმედება არის მკაფიოდ მიკერძოებული, ვინაიდან დეპუტატობის კანდიდატისგან მიღებულ მცდარ ინფორმაციას არ მოჰყვა შესაბამისი რეაგირება. დარწმუნებული ვარ ლევან კობიაშვილის ნაცვლად, ოპოზიციური პარტიის კანდიდატი, რომ ყოფილიყო, საარჩევნო კომისია ასეთ კანდიდატს რეგისტრაციაში საერთოდ არ გაატარებდა. მოვუწოდებ გლდანის მე-10 საოლქო საარჩევნო კომისიას და ცეესკოს იმოქმედონ კანონის ფარგლებში და გამოსცენ შესაბამისი ადმინისტრაციული აქტი, ლევან კობიაშვილის რეგისტრაციიდან მოხსნის შესახებ. ასევე მოვუწოდებ თავად ლევან კობიაშვილს, რომ ნუ არიდებს თავს საჯარო დებატებს, როგორც მისი საქართველოში მუდმივად ცხოვრების ორწლიან ცენზთან, ისე გლდანის პრობლემებთან დაკავშირებით. მივმართავ მას, ნებისმიერ ფორმატში გავმართოთ დისკუსიები, ნებისმიერ ტელევიზიაში და ასევე ვთხოვდი ყოველი შემთხვევისათვის ხელს მისი საქართველოში ბოლო ორი წლის მანძილზე ცხოვრების დამადასტურებელი დოკუმენტები და პასპორტი გამოაყოლოს, სადაც მის მიერ საზღვრის კვეთის შესახებ ინფორმაცია იქნება დაფიქსირებული”-განაცხადა ამირან გიგუაშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42