ბაკურიანში ოლიმპიური სტანდარტების მქონე ბიატლონის ტრასას ფრანგული კომპანია დააპროექტებს
პოლიტიკა - 11:57, 29 Sep, 2016     1358
ბაკურიანში, ოლიმპიური სტანდარტების მქონე ბიატლონის ტრასის მოსაწყობად, ცნობილ ფრანგულ კომპანია „აბესტთან“ (ABEST) ერთად, საპროექტო სამუშაოები იწყება, - როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, პროექტირებისთვის 796 500 ლარი გამოიყოფა.
გიორგი კვირიკაშვილის თქმით, მოთხოვნის შესწავლის შედეგად გამოიკვეთა, რომ აღნიშნული ინფრასტრუქტურა ბაკურიანის კურორტს მნიშვნელოვნად დატვირთავს, არა მხოლოდ ზამთრის სეზონზე, არამედ, 12 თვის განმავლობაში, ვინაიდან ბიატლონის მიმართულებით, სავარჯიშოდ, მოთხოვნა მთელი წლის განმავლობაში არსებობს.
„გარდა ამისა, იქ იგეგმება ასევე სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარება, რაც, ვფიქრობთ, 12 თვის განმავლობაში დატვირთავს აღნიშნულ კურორტს. ეს ასევე ძალიან კარგი იქნება მიმდებარე სოფლებისთვის. რა თქმა უნდა, ბორჯომი და ბაკურიანი ერთიან კომპლექსში უნდა განვიხილოთ, ასე, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია. ჩვენ ნაბიჯ-ნაბიჯ მივდივართ იქით, რომ ბაკურიანში, ოლიმპიური ინფრასტრუქტურის მთელი კომპლექსის ჩამოყალიბების სრული წრედი იკვრება, რაც ქმნის აბსოლუტურად რეალისტურ წინაპირობას, რომ დაახლოებით ათწლიან პერსპექტივაში საქართველოში ოლიმპიადის ჩატარებაზე ვიფიქროთ. ამაზე ბევრჯერ ყოფილა საუბარი, თუმცა საქართველოს არანაირი მზაობა არ ჰქონდა“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა და აღნიშნა, რომ ზამთრის კურორტებისა და ოლიმპიური სტანდარტების მქონე ინფრასტრუქტურის მშენებლობა მთავრობის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია.
გიორგი კვირიკაშვილის შეფასებით, ბიატლონის ტრასის, სრულიად ახალი ტრასების, ჰოკეის ახალი დარბაზის, მთელი რიგი საცხოვრებელი თუ გასართობი ინფრასტრუქტურის მშენებლობის გათვალისწინებით, ბორჯომ-ბაკურიანის კომპლექსი ნამდვილად შეიძლება, საერთაშორისო მნიშვნელობის კურორტი გახდეს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42