3 ოქტომბრიდან განათლების სისტემის განვითარების ახალი ეტაპი იწყება- პრემიერი
პოლიტიკა - 11:55, 29 Sep, 2016     2090

მინდა მოვუწოდო ყველა ახალგაზრდას, ვინც პროფესიის არჩევაზე ფიქრობს, ყურადღება მიაქციოს პროფესიული განათლების ახალ, სრულიად განსხვავებულ შესაძლებლობებს და გაითვალისწინოს ის, რომ ეს არის პირდაპირი გზა დასაქმებისკენ, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე. გიორგი კვირიკაშვილის განმარტებით, 3 ოქტომბრიდან, ახალი მოდელით - დუალური განვითარების სისტემით, იწყება რეგისტრაცია პროფესიულ სასწავლებლებში 150-ზე მეტ განახლებულ, მათ შორის 50 ახალ, დუალურ, პროფესიულ პროგრამაზე, რაც დასაქმების პირდაპირ შესაძლებლობას და სწავლების ხარისხს მნიშვნელოვნად ზრდას გულისხმობს.

პრემიერ-მინისტრმა საქართველოს მოსახლეობას განათლების სისტემის განვითარების სრულიად ახალი ეტაპის დასაწყისი მიულოცა და ხაზი გაუსვა, რომ ქვეყნისთვის განათლების პრიორიტეტულობა რეალობად იქცა.

„წელს, პირველად, დაიწყება დუალური პრინციპით ბევრ პროფესიაზე: მეღვინეობა, მეხილეობა, მეცხოველეობა, ახალი დუალურ პროგრამების განხორციელება ახალციხის, კაჭრეთის, სენაკისა და წინამძღვრიანთკარის კოლეჯებში. ეს კოლეჯები პირდაპირ მოამზადებენ და დაასაქმებენ ახალგაზრდებს. ეს არის რელსებზე დაყენებული სისტემა, რომელიც უშუალოდ ასაქმებს ადამიანებს. გამომდინარე იქედან, რომ პროფესიული განათლება ჩვენი ქვეყნისთვის პრიორიტეტულია, ჩვენ სრულად ვაფინანსებთ სტუდენტების სწავლას პროფესიულ განათლებას სახელმწიფო სასწავლებლებში. სოციალურად დაუცველი სტუდენტებისთვის დამატებით განსაზღვრულია ტრანსპორტირებისა და საცხოვრებლის დაფინანსება. და ყველა კოლეჯები ადაპტირებულია შშმ პირებისთვის.
სტუდენტებს ასევე შეეძლებათ, გაიარონ პროფესიული ტესტირება სომხურ, აზერბაიჯანულ და რუსულ ენებზე და კოლეჯშივე, პროფესიასთან ერთად, შეისწავლონ ქართული ენა. რამდენიმე დღის წინ, ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის დაფინანსებით, საფუძველი ჩაეყარა 10 ახალი დუალური პროფესიული პროგრამის შექმნას, რომელშიც წამყვანი როლი ექნება რეალურ დამსაქმებლებს. პარტნიორებისა და დამსაქმებლების სახით ჩართული არიან ისეთი ორგანიზაციები, როგორიცაა: BP, საქართველოს რკინიგზა, პორტები, ღვინის კომპანიები, სახელმწიფო დაწესებულებები,“ - აღნიშნა პრემიერმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42