მთავრობის სხდომაზე „საპარტნიორო ფონდის“ მიერ გასაფორმებელი მნიშვნელოვანი შეთანხმებები განიხილეს
პოლიტიკა - 11:49, 29 Sep, 2016     1284

დღევანდელ მთავრობის სხდომაზე განიხილება „საპარტნიორო ფონდის“ მიერ გასაფორმებელი მნიშვნელოვანი შეთანხმებები, რომელთა საფუძველზეც საქართველოში ძალიან მსხვილი საინვესტიციო ფონდები შემოდიან. საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განმარტებით, პირველად მოხდება საპარტნიორო ფონდის მიერ ინვესტირება საერთაშორისო კონსორციუმში, რომელიც ფოკუსირებული იქნება საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობაზე.

მთავრობის მეთაურის თქმით, „საპარტნიორო ფონდი“ კანადური საინვესტიციო ფონდის “გაზელ ფონდის” (Gazelle Fund) პარტნიორი ხდება.

„Gazelle Fund-ის კაპიტალი საწყის ეტაპზე 27,5 მლნ დოლარია, ხოლო შემდგომ მისი საინვესტიციო მოცულობა გაიზრდება 70 მლნ აშშ დოლარამდე. მნიშვნელოვანია, რომ ფონდი არის რეგიონული ხასიათის, რომელმაც ცენტრალურ ადგილად აირჩია საქართველო და ფონდის კაპიტალის 60% საქართველოში დაიხარჯება. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტია, რომ საერთაშორისო ფონდმა Gazelle Fund-მა ფუნქციონირების ადგილად საქართველო აირჩია და მას ექნება რეგიონული დანიშნულება. ასევე, ფონდის პარტნიორები არიან ჰოლანდიის სახელმწიფო საინვესტიციო ფონდი DGGF და ჰოლანდიის განვითარების ბანკი FMO,“ - განაცხადა პრემიერმა.

გიორგი კვირიკაშვილის ინფორმაციით, საპარტნიორო ფონდი ასევე ახორციელებს მნიშვნელოვან პროექტს ენერგეტიკის სფეროს განვითარებისთვის, რომლის ფარგლებშიც საქართველოში შემოდის ცნობილი ამერიკული საინვესტიციო ჯგუფი Schulze Global Investements (USA) და ასევე მრავალწლიანი გამოცდილების მქონე ევროპული საინვესტიციო ფონდები, რაც ქართულ საინვესტიციო ბაზარს კიდევ უფრო მიმზიდველს გახდის.

„Schulze Global Investements-ს აქვს საერთაშორისო მასშტაბით ოპერაციები. მათი ძირითადი ოფისი მდებარეობს სინგაპურში. ეს არის ძალიან სერიოზული საერთაშორისო საფინანსო ფონდი, რომელიც შემოდის საქართველოში „საპარტნიორო ფონდთან“ ერთად. ისინი გეგმავენ საქართველოში ინვესტირებას. უახლოეს მომავალში საპარტნიორო ფონდი ასევე გეგმავს დამატებით ორი მსხვილი ინვესტორის მოზიდვას, ესენი არიან: ამერიკული ფონდი Maclellan Foundation და ცნობილი ფრანგი ინვესტორი Dominique Romano, რომლებიც ჯამურად ფონდის წინაშე აიღებენ 10,000,000 აშშ დოლარის ინვესტირების ვალდებულებას,“ - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42