კახა კახიშვილი უნგრეთის ციხის გენერალურ დირექტორს ანდრას ჩშოტის შეხვდა
პოლიტიკა - 11:34, 29 Sep, 2016     1229
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი კახა კახიშვილი უნგრეთის ციხის სამსახურის გენერალურ დირექტორს, გენერალ-ლეიტენანტ ანდრას ჩშოტის შეხვდა.

უნგრეთის ციხის სამსახურის დელეგაცია საქართველოში ოთხდღიანი ოფიციალური ვიზიტით სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის კახა კახიშვილის მოწვევით იმყოფება.

კახა კახიშვილმა შეხვედრაზე სასჯელაღსრულების სფეროში მიღწეულ პროგრესზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ სამინისტროს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი მსჯავრდებულების/ბრალდებულებისთვის სასჯელის მოხდის ღირსეული პირობების უზრუნველყოფა და პატიმართა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციაა. მინისტრმა მსჯავრდებულთა დასაქმების პროგრამებსა და ციხის მართვის თანამედროვე მეთოდების დანერგვის მნიშვნელობაზე ისაუბრა, ასევე, სტუმრებს გააცნო საქართველოს გამოცდილება მსჯავრდებულთა დასაქმების კუთხით.

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის კახა კახიშვილის განცხადებით, სამინისტროს ხელმძღვანელობისთვის პრიორიტეტულია სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილების გაზიარება და საუკეთესო პრაქტიკის საქართველოს პენიტენციურ სისტემაში დანერგვა.

„უნგრელ კოლეგებთან დასაქმების, სარეაბილიტაციო პროგრამების დანერგვის, ალტერნატიული სასჯელების განვითარებისა და პენიტენციური დაწესებულებების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების საკითხებში თანამშრომლობაზე ვიმსჯელეთ. მნიშვნელოვანია, იმ გამოცდილების გაზიარება, რომელიც უნგრულ მხარეს მსჯავრდებულთა დასაქმების მიმართულებით გააჩნია“, - აღნიშნა კახა კახიშვილმა.

უნგრეთის ციხის სამსახურის გენერალური დირექტორის, გენერალ-ლეიტენანტ ანდრას ჩშოტის განცხადებით, ქართული მხარის გამოცდილება მათთვის მნიშვნელოვანია.

„პირველად ვიმყოფებით საქართველოში და მოხარულები ვართ, რომ მინისტრმა ამის შესაძლებლობა მოგვცა. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ჩვენ ერთმანეთისგან ბევრი რამის სწავლა შეგვიძლია. მზად ვართ, ვითანამშრომლოთ და სასჯელაღსრულების სფეროში არსებულ გამოწვევებს ერთობლივად ვუპასუხოთ. მჯერა, რომ საქართველოში ვიხილავთ ისეთ პროგრამებს, რომელსაც ჩვენთან დავნერგავთ“, - განაცხადა გენერალ-ლეიტენანტმა ანდრას ჩშოტიმ.

მხარეებმა ორი ქვეყნის უწყებებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები განიხილეს და ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმებაზე შეთანხმდნენ.

გენერალ-ლეიტენანტმა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი კახა კახიშვილი უნგრეთის შინაგან საქმეთა მინისტრის შანდორ პინტერის სახელით ბუდაპეშტში მიიწვია. ვიზიტი ორ ქვეყანას შორის მჭიდრო, მეგობრულ ურთიერთობებსა და თანამშრომლობას კიდევ უფრო გააღრმავებს.

საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, უნგრელი გენერალ-ლეიტენანტი დელეგაციასთან ერთად მოინახულებს N16 და N5 პენიტენციურ დაწესებულებებს და საქართველოს პენიტენციური სისტემის ინფრასტრუქტურასა და ფუნქციონირებას ადგილზე გაეცნობა.

შეხვედრას მინისტრის მოადგილე, უწყების დეპარტამენტის ხელმძღვანელები, საქართველოში უნგრეთის ელჩი და უნგრეთის ციხის სამსახურის დელეგაცია ესწრებოდა.

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი კახა კახიშვილი, სამინისტროს დელეგაციასთან ერთად, უნგრეთში აგვისტოში იმყოფებოდა. ვიზიტის ფარგლებში მინისტრი უნგრეთის შინაგან საქმეთა მინისტრს, ციხეებისა და პრობაციის სამსახურების ხელმძღვანელებს შეხვდა და ბუდაპეშტისა და პალჰალმას ციხეებიც დაათვალიერა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42