ირაკლი კობახიძის თქმით, მზად არის კონკრეტული ფაქტები საგამოძიებო ორგანოებს მიაწოდოს.
“ეს ვიდეოჩანაწერები ზუსტად ასახავს იმ ინფორმაციას, რომელიც ჩვენ გვაქვს ნაცმოძრაობის ოფისებისგან. ჩვენ ჩვენს ხელთ არსებულ ინფორმაციას მივაწვდით სამართალდამცავ ორგანოებს. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ საარჩევნო პროცესები კვლავაც წარიმართება მშვიდობიან გარემოში. ეს ყველაფერი ასე უნდა გაგრძელდეს არჩევნების ბოლომდე,“-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
საარჩევნო ბლოკ პატრიოტთა ალიანსში კი ამტკიცებენ, რომ შექმნილი ვითარება ქართულ ოცნებასა დანაციონალურ მოძრაობას შორის ხმების გადასანაწილებლად წინასწარ იყო შეთანხმებული.
„ყველა არჩევნების წინ იწყება გამოძიება 315-ე მუხლით, სახელმწიფო გადატრიალების ბრალდებით და ყველა ეს საქმე იხურება არჩევნების შემდეგ. ეს ხდება იმისთვის, რომ ნაციონალებმა და ოცნებამ გაიყონ ხმები და რომ წარმოაჩინონ ეს არჩევნები თითქოს არის 5-ის და 41-ის დაპირისპირება,“-განაცხადა კახა კუკავამ.
მასალის გამოყენების პირობები






