ლიტვის სეიმმა საქართველოს ვიზალიბერალიზაციის მხარდამჭერი განცხადება მიიღო
პოლიტიკა - 19:54, 28 Sep, 2016     2946
ლიტვის რესპუბლიკის სეიმის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა 2016 წლის 28 სექტემბერს საქართველოს ვიზალიბერალიზაციის მხარდამჭერი განცხადება მიიღო, რომელშიც ლიტველი დეპუტატები ევროკავშირის საბჭოსა და ევროპარლამენტს მოუწოდებენ უმოკლეს ვადებში იქნას მიღებული ყველა საჭირო გადაწყვეტილება საქართველოს მოქალაქეებისთვის შენგენის ზონაში უვიზო გადაადგილებასთან დაკავშირებით.

სეიმის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მიერ მიღებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ევროკომისიის შეფასების თანახმად, საქართველომ წარმატებით განახორციელა ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული მოთხოვნები, ხოლო 2016 წლის 5 სექტემბერს ევროპარლამენტის სამოქალაქო თავისუფლების, მართლმსაჯულებისა და საშინაო საქმეთა კომიტეტმა (LIBE) მხარი დაუჭირა საქართველოს მოქალაქეებისთვის შენგენის ზონაში უვიზო რეჟიმის მინიჭების საკითხს.

ლიტვის სეიმი მოუწოდებს სლოვაკეთს, როგორც ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანას, ასევე, ევროკავშირის საბჭოსა და ევროპარლამენტს, შეძლებისდაგვარად მოკლე ვადებში მიიღონ ყველა საჭირო გადაწყვეტილება საქ. მოქალაქეებისთვის შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით.

განცხადებაში ხაზგასმულია, რომ ზემოთ აღნიშნული გადაწყვეტილებები ხელს შეუწყობს საქართველოს საზოგადოების ნდობის განმტკიცებას ევროკავშირისა და მისი ინსტიტუტების მიმართ, რაც მნიშვნელოვანია ქართველი ხალხის ევროპული მისწრაფებებისა და იმ რეფორმების გაგრძელებისთვის, რომელიც დაკავშირებულია დემოკრატიასთან, კანონის უზენაესობასა და ადამიანის უფლებებისა და თავისუფლების პატივისცემასთან.

ლიტვის რესპუბლიკის სეიმის მიერ აღნიშნული განცხადების გაკეთებას წინ უძღოდა 19 სექტემბერს ლიტვის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის ქ-ნი ხათუნა სალუქვაძის შეხვედრა ლიტვის რესპუბლიკის სეიმის წევრებთან. შეხვედრის ფარგლებში ელჩმა ლიტველ პარლამენტარებს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოში განხორციელებული რეფორმებისა და ქვეყნის საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების შესახებ. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ევროკავშირთან საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42