,,ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ გუშინდელი ფარული აუდიოჩანაწერის კომენტირებისას განაცხადა, რომ „რუსთავი 2“ გაამოაქვეყნებს გამოკითხვებს, რომელიც იქნება გაყალბებული ლევან თარხნიშვილისა და მისი ცოლის მიერ:
„ეს არის ძალიან მძიმე შინაარსის განცხადებები გადატრიალების შესახებ, ამ გადატრიალებაში კონკრეტული ტელევიზიის, „რუსთავი 2“-ის ჩართულობაზე. ისინი იარაღად იყენებენ ტელევიზიას ბნელი ზრახვებისთვის. სავარაუდო სცენარი ასეთია - ალბათ „რუსთავი 2“ გაამოაქვეყნებს გამოკითხვებს, რომელიც იქნება გაყალბებული ლევან თარხნიშვილისა და მისი ცოლის მიერ. კვლევაში იქნება პარტიების რეიტინგები მიცემული, სადაც ალბათ „ნაციონალური მოძრაობა“ „ქართულ ოცნებას“ გადაუსწრებს ან მცირე განსხვავება იქნება პარტიებს შორის. ეს ყველაფერი ხდება იმისთვის, რომ ნიადაგი მოამზადონ, არჩევნების დღეს, როცა რეალური შედეგები დაიდება, შექმნიან განწყობას, თითქოს გაყალბდა არჩევნები, რადგან „რუსთავი 2“-ის ეგზიტპოლებს არ ემთხვევა“,- განაცხადა კალაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






