გიორგი ვაშაძე ბლოკში „პაატა ბურჭულაძე - მოძრაობა ხალხისათვის“ რჩება. ამის შესახებ განცხადება ვაშაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე გააკეთა. ვაშაძის თქმით, ის საარჩევნო ბრძოლას აგრძელებს.
„დღეს მთავარი საკითხია რა ფორმატში ვაგრძელებთ ბრძოლას, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ერთიანობა და ერთიანი ძალებით ბრძოლა, იმისთვის, რომ საქართველოში პასუხისმგებლობის მქონე ხელისუფლება იყოს, ვფიქრობ, რომ გუნდი, რომელიც შეკრულია ჩვენს გაერთიანებაში არის გუნდი რომელსაც აქვს კონკრეტული ხედვა, გეგმა, სტრატეგია თუ როგორ უნდა განვითარდეს ჩვენი ქვეყანა, რათა დავამარცხოთ სიღარიბე. რაც ყველაზე მთავარია, გვყავს ადამიანური რესურსი იმისთვის, რომ ეს ყველაფერი გააკეთოს. სწორედ აქედან გამომდინარე, მე მივიღე გადაწყვეტილება, ჩემს თანაგუნდელებთან ერტად ვაბრძელებთ ბრძოლას საარჩევნო ბლოკის სახით“ - განაცხადა ვაშაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






