ირაკლი ჩიქოვანი წამყვან მედია საშუალებებსა და მმართველი პარტიის ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს მიმართავს
პოლიტიკა - 15:41, 28 Sep, 2016     1716
,,მოვუწოდებ „ქართული ოცნების“ კანდიდატ მერაბ ქვარაიას მიიღოს მონაწილეობა ამჯერად ტელეკომპანია „პირველის“ პირდაპირ ეთერში გადაცემაში „ინგა გრიგოლიას დღის ამბები“. ჩვენი მრავალგზის შეთავაზების და თავად ჟურნალისტის ინგა გრიგოლიას მრავალგზის გაცემული პირობის მიუხედავად მერაბ ქვარაია არ თანხმდება აღნიშნულ ეთერს, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ მმართველი ხელისუფლების არჩევანი ქალაქ ზუგდიდში გაურბის როგორც მისი უშუალო კონკურენტის, ასევე მისი ამომრჩევლის კრიტიკულ კითხვებს.“

მოვუწოდებ წამყვან ტელეკომპანიებს, მათ შორის ქ-ნ თეა სიჭინავას - თანაბარ პირობებში ჩაგვაყენოს და წინასაარჩევნოდ ერთი გადაცემა დაუთმოს კონკრეტულად ქალაქ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდარების დებატებს.

სამაუწყებლო კომპანია ,,GDS“- ის ეთერში ჩაშლილმა ზუგდიდის დებატებმა , ასევე „რუსთავი 2“ ის ეთერში 19 სექტემბერს გიორგი გაბუნიას საავტორო გადაცემა „არჩევანში“ სამეგრელოს რეგიონის კანდიდატებს შორის დებატებმა ცხადჰყო, რომ მმართველი პარტიის სამეგრელოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები მსუბუქად რომ ვთქვათ არაადექვატურნი არიან იმ პრობლემების მიმართ, რომელიც კონკრეტულად რეგიონის, მათ შორის, ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მასშტაბით არსებობს.

გადაცემის სრული ქრონომეტრაჟის განმავლობაში „ქართული ოცნების“ მიერ დასახელებულ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებმა ვერ ისაუბრეს პრობლემების მოგვარების კონკრეტული გზების შესახებ, მაშინ როდესაც, მხოლოდ, ქალაქ ზუგდიდის მასშტაბით მოუგვარებელი პრობლემების მთელი წყებაა.

,, სამწუხაროდ, დღეს მოქმედი ადგილობრივი თვითმმართველობა სრულიად უძლურია მის წინაშე არსებული გამოწვევების წინაშე, უფრო მეტიც, ისინი გაურბიან დებატებს, საჯარო განხილვებს და კრიტიკას. სამწუხაროდ, ეს მეთოდები არ განასხვავებს მათ ყოფილი ხელისუფლებისაგან, რომელიც ვერ ეგუებოდა კრიტიკას, შენიშვნებს და სიმართლეს.

„არჩევანის“ პირდაპირ ეთერში „ირაკლი ალასანია - თავისუფალი დემოკრატების“ ქალაქ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ირაკლი ჩიქოვანმა საარჩევნო ოლქში მის უშუალო კონკურენტებთან ქალაქის წინაშე მდგარი პრობლემების დეტალური განხილვა წარმოადგინა და ადგილობრივი ხელისუფლების მაღალჩინოსნები უმოქმედობაში დაადანაშაულა. მათ შორის, ქალაქ ზუგდიდის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე და ამავდროულად მმართველი პარტიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი მერაბ ქვარაია მკაცრად გააკრიტიკა, თუმცა მისმა ოპონენტმა ბრალდებების საპასუხოდ სრულიად არაადექვატური რეაქცია აჩვენა მაყურებელს და თავი აარიდა პასუხებს. არადა, საზოგადოების, მისი ამომრჩევლის წინაშე მერაბ ქვარაია ვალდებულია საჯაროდ გასცეს პასუხები მის მიმართ დაგროვილ კითხვებზე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42