"ადგილები, რომლისგანაც ბურჭულაძე ახლა ადამიანების ამოყრას ცდილობს გაიყიდა. ეს პროცესები მიდის იმიტომ, რომ ფინანსური დახმარება იქნებოდა ეს თუ მხარდაჭერა, ნაწილობრივ მიიღო"- აღნიშნა გიორგი რუხაძემ.
მისი თქმით, თავის დროზე საარჩევნო სია მათ ზურგსუკან დაიწერა.
"როცა მივხვდი, ეს იყო გარიგების, პოლიტიკური კორუფციის საგანი, წამოვედი და ვთქვი, რომ ეს პაატა ბურჭულაძის თამაში აღარ იყო. რაც შეეხება "გირჩის" მე მაშინვე ვთქვით, რომ ეს პარტია ბიძინა ივანიშვილის ხელდასმით ფინანსდებოდა, ეს ამბავი 2 კვირის წინ ვიცოდი და ახლა გაიგო ბატონმა პაატამ? მე გრძელი კონსულტაცია მქონდა ბურჭულაძესთან და დავრწმუნდი, რომ საქმე დიდ გარიგებასთან გვქონდა, პაატა ბურჭულაძეს აღარ ჰქონდა ის მიზნები, რომლის გარშემოც გავერთიანდით და მე სულ სხვა რამეში ჩავდე რესურსი და მივიღეთ სულ სხვა"- განმარტა "ნიუპოსტთან" გიორგი რუხაძმ.
გაერთიანება „პაატა ბურჭულაძე-სახელმწიფო“ ხალხისთვის„გირჩმა“ დატოვა, ამის შესახებ ცნობილი გუშინ გახდა. პაატა ბურჭულაძის განცხადებით, „გირჩის“ გაერთიანებიდან გამოყოფის შესახებ გადაწყვეტილება მან თავად მიიღო, რადგან „გირჩს“ საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი აფინანსებს, ეს კი მისთვის მიუღებელია.
„გირჩის“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე კი აცხადებს, რომ მათ ბურჭულაძის გაერთიანება საკუთარი ნებით დატოვეს. ზურაბ ჯაფარიძემ გუშინ გაკეთებულ საგანგებო განცხადებაში აღნიშნა, რომ ბურჭულაძემ მისი დაშანტაჟება დაიწყო და თანხის მიტანა მოსთხოვა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი საარჩევნო სიიდან „გირჩის“ წევრების ამოღებით დაემუქრა.
მასალის გამოყენების პირობები






