ნოდარ ხადური გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა
პოლიტიკა - 15:04, 28 Sep, 2016     1349
ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში ჰაიკე რენატე ფაიჩს შეხვდა.მინისტრმა და ელჩმა შეაჯამეს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებში გასული წლების განმავლობაში არსებული დინამიკა და ისაუბრეს სამომავლო თანამშრომლობის საკითხებზე.

ნოდარ ხადურმა ელჩს მადლობა გადაუხადა იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობა, მათ შორის გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KfW) და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მეშვეობით უწევს საქართველოს ენერგეტიკის, კომუნალური ინფრასტრუქტურის (წყალმომარაგება და წყალარინების სისტემები, მყარი ნარჩენების მართვა), სოფლის მეურნეობის, განათლების, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების, დევნილთა საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების, გარემოს დაცვისა და ადგილობრივი თვითმმართველობის გაძლიერების მიმართულებით.

მხარეებმა, ასევე, ისაუბრეს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით, ფინანსთა სამინისტროში მიმდინარე პროექტებზე, მათ შორის, საჯარო ფინანსების მართვის, სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის სისტემის გაძლიერების მიმართულებით.

მინისტრმა ხაზი გაუსვა იმ მნიშვნელოვან როლს, რომელსაც ორი ქვეყნის ურთიერთობების განვითარებაში ასრულებენ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საქართველოში წარმოდგენილი სხვადასხვა სტრუქტურები თუ ორგანიზაციები.შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის მნიშვნელობას და ვიზალიბერალიზაციის გზაზე ქვეყნის მიერ მიღწეულ პროგრესს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42