გიორგი ცაგარეიშვილმა პარტიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებთან- ხვატანგ ბეჟიტაშვილთან და ვახტანგ მაჭავარიანთან ერთად წარმოადგინა ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების იმ ფაქტების ამსახველი ვიდეო და აუდიო მასალა რომელთა მომსწრე გავხდით ბოლო დღეების განმავლობაში.
,,დაუსჯელობა და სითავხედე“ - ასეთი შეფასება მისცა გლდანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ვახტანგ მაჭავარიანმა მიმდინარე წლის 24 სექტემბერს ,,ქართული ოცნების“ მაჟორიტარი კანდიდატის ლევან კობერიძის მიერ ორგანიზებულ შეხვედრას ახმეტელის თეატრში, სადაც იგი გლდანისა და მუხიანის სკოლების დირექტორებსა და პედაგოგებს შეხვდა. ნიშანდობლივია, რომ შეხვედრას ასევე ესწრებოდა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა, რომელიც გამოვიდა აღნიშნული კანდიდატის მხარდამჭერი სიტყვით და მოუწონდა გლდნისა და მუხიანის მოსახლეობას მხარი დაუჭირონ ,, ქართული ოცნების“ კანდიდატს.
მუქარისა და ზეწოლის ფაქტებზე ისაუბრა კასპის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ვახტანგ ბეჟიტაშვილმა, რომელმაც წარმოადგინა ვიდეო მასალა, სადაც მკაფიოდ ჩანს თუ როგორი ინტენსივობით სტუმრობს კასპის მუნიციპალიტეტის გამგებელი გოჩა გოჩიტაშვილი ,,ქართული ოცნების“ მაჟორიტარი კანდიდატის ირაკლი მეზურნიშვილის საარჩევნო შტაბს მუნიციპალიტეტის კუთვნილი ავტომობილით.
მიმდინარე წლის 24 სექტემბერს კასპის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სამასხურის თანამშრომელი, მისივე განმარტებით სამსახურის უფროსის დავალებით, კეთილმოწყობის სამსახურის სატვირთო ავტომანქანით და სპეციალური ტექნიკის საშუალებით არემონტებდა, ,,ქართული ოცნების“ მაჟორიტარი კანდიდატის ირაკლი მეზურნიშვილი დაზიანებულ სარეკლამო ბანერს, რომელიც მდებარეობს კასპში სააკაძის ქ. N5ბ-ში, სადაც ასევე განთავსებულია ხსენებული კანდიდატის საარჩევნო შტაბში.
გარდა ამისა, აღსანიშნავია, მიმდინარე წლის 27 სექტემბერს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ დაფუძნებული შპს ,,მექანიზატორის“ დირექტორი ზურაბ თაყაიშვილი ხსენებული შპს-ს კუთვნილი ავტო მანქანით იმყოფებოდა ,,ქართული ოცნების“ მაჟორიტარი კანდიდატის ირაკლი მეზურნიშვილის საარჩევნო შტაბში, რომელიც მდებარეობს კასპში სააკაძის ქ. N5ბ-ში.
აღმაშფოთებელი და სრულიად უკანონოა ის, რომ ,,ქართული ოცნება“ 2016 წლის 29 სექტემბერს 17:00 საათზე, უნივერსიტეტის ქუჩაზე #15ა, მდებარე ოლიმპიურ სპორტის სასახლეში იწვევს აფხაზეთიდან დევნილ საზოგადოებას და ომის ვეტერანებს, მხარდამჭერ საარჩევნო ღონისძიებაზე. უკანაკსკნელი დღეების მანძილზე ომის ვეტერანებს, აფხაზეთიდან და სამაჩაბლოდან დევნილებს მასობრივად ურიგდებათ საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს თანამშრომლების მიერ მოსაწვევევები, რაც არის კანონის უხეში დარღვევა, რაც ასევე გასაჩივრდება საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში. სახელმწიფო დაწესებულების მხრიდან მსგავსი ღონისძებების გატარება წარმოადგენს კანონის უხეშ დარღვევას.
,,ოთხივე შემთხვევა წარმოადგენს ადმინისტრაციულის რესურსის და სამსახურებრივი მდგომარეობის უკანონო გამოყენებას, ვინაიდან საქართველოს საარჩევნო კოდექსის 49-ე და 48-ე მუხლების თანახმად სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების თანამდებობის პირებს ეკრძალებათ სამსახურებრივად ან სხვაგარად დაქვემდებარებულ პირებთან შეხვედრისას გააკეთონ რომელიმე საარჩევნო სუბიექტის მხარდასაჭერი ან მისი საწინაღმდეგო შინარსის განცხადებები, ასევე გამოიყენონ სამსახურებრივი დანიშნულების მანქანები და ნებისმიერი სახის ტექნიკა, რომელიც ეკუთვნის სახელმიწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს და იმ ორგანიზაციებს, რომელიც ფინანსდებიან სახელმწიფო ბიუჯეტიდან. აღნიშნული სამართალდარღვევის ჩადენისთვის, საქართველოს საარჩევნო კოდექსის 88-ე მუხლით პასუხისმგებლობის ზომად განსაზღვრულია ჯარიმა 2 000 ლარის ოდენობით, რომლის დაკისრების თაობაზეც გადაწყვეტილებას იღებს შესაბამისი რაიონული ან საქალაქო სასამართლო, ცესკოს თავმჯდომარის მიერ შედგენილი ოქმის საფუძველზე“ , - განაცხაგა გიორგი ცაგარეიშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






