საქართველოს პარლამენტის აპარატს 2016 წელს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფისთვის ჯილდო გადაეცა.
ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტისა (IDFI) და ფონდ „ღია საზოგადოება საქართველო“ ორგანიზებით, საქართველოში ყველაზე ღია და ყველაზედახურული საჯარო დაწესებულებების დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა.
საქართველოს პარლამენტი, სხვა სახელმწიფო უწყებებთან ერთად, იმ 55 საჯარო დაწესებულებებს შორის დასახელდა, რომლებსაც საჯარო ინფორმაციისხელმისაწვდომობის 100 %-იანი მაჩვენებელი აქვს.
საქართველოს პარლამენტი ღია მმართველობის პარტნიორობას 2015 წლის 30 აპრილს შეუერთდა, როდესაც საქართველოს პარლამენტსა და ღია პარლამენტის სამუშაოჯგუფის წევრ საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის საპარლამენტო ღიაობის მემორანდუმი და ღია პარლამენტის დეკლარაცია გაფორმდა. 2015წლის 17 ივლისს, პარლამენტის ბიუროს სხდომაზე„საქართველოს ღია პარლამენტის სამოქმედო გეგმის“ დამტკიცებით, ქვეყანა ღია მმართველობის პარტიორობის წევრსახელმწიფოთა იმ მცირე ჩამონათვალს შეუერთდა, რომლებსაც საპარლამენტო ღიაობის სამოქმედო გეგმა აქვთ შემუშავებული და ამ მიმართულებით ერთ-ერთილიდერი ქვეყანა გახდა. 2015 წლის 14-15 სექტემბერს პარლამენტმა, გლობალური საკანონმდებლო ღიაობის კვირეულის ფარგლებში, ორდღიან საერთაშორისოკონფერენციას - „ღიაობის ვალდებულება: პარლამენტის სამოქმედო გეგმები, სტანდარტები და მეთოდები“ - უმასპინძლა.
2015 წლის 28 ოქტომბერს მექსიკის გლობალური სამიტის ოფიციალურად გახსნის წინ, „ღია მმართველობის პარტიორობის ჩემპიონთა ჯილდოს“ გამარჯვებულიქვეყნის დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. სამი ნახევარფინალისტიდან (საქართველო, კოსტა რიკა და სიერა ლეონე) გამარჯვებული ქვეყანა ელექტრონული ხმისმიცემის პროცედურის შედეგად გამოვლინდა და 27 ოქტომბერს, სამიტის ფარგლებში გამართულ სამოქალაქო საზოგადოების დღეზე, OGP-ის წევრ 65 ქვეყანასშორის ჯილდო საქართველოს, კერძოდ კი, საქართველოს პარლამენტის ინტერფრაქციულ ჯგუფს გადაეცა.
ღია მმართველობის პარტნიორობის მიერ გამოცხადებულ აღნიშულ ნომინაციაზე საქართველოს პარლამენტის ინტერფრაქციული ჯგუფი ინფორმაციის თავისუფლებისგანვითარების ინსტიტუტმა (IDFI) წარადგინა, რომელიც ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით, 2014 წლის დეკემბრიდან „ღიამმართველობის პარტნიორობის ინიციატივაში საქართველოს პარლამენტის ჩართულობის მხარდაჭერის” პროექტს ახორციელებს.
მასალის გამოყენების პირობები






