საქართველოს პრეზიდენტი მწუხარებას გამოთქვამს ისრაელის ყოფილი პრეზიდენტის გარდაცვალების გამო
პოლიტიკა - 14:22, 28 Sep, 2016     1353
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა შიმონ პერესის გარდაცვალების გამო ისრაელის პრეზიდენტს რუვენ რივლინს სამძიმრის წერილი გაუგზავნა.

„თქვენო აღმატებულებავ,

ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ისრაელის ყოფილი პრეზიდენტის, მისი აღმატებულება ბატონ შიმონ პერესის გარდაცვალების გამო. ეს დიდი დანაკლისია კაცობრიობისათვის და მთელი მსოფლიოსთვის.

ნება მიბოძეთ ქართველი ხალხისა და პირადად ჩემი სახელით მოგისამძიმროთ თქვენ, ისრაელის მთავრობასა და ებრაელ ხალხს.

მისი აღმატებულება შიმონ პერესი გამორჩეული ლიდერი იყო, რომელმაც ყველაზე რთულ დროს ისრაელის სახელმწიფოს სტაბილურობისა და უსაფრთხოების მიღწევაში ისტორიული როლი შეასრულა.

ამ დიდმა პოლიტიკოსმა მთელი თავისი ცხოვრება კოფლიქტების მშვიდობიან მოგვარებას მიუძღვნა და ნობელის პრემიით სწორედ მშვიდობის განმტკიცებასთვის დაჯილდოვდა.

მჯერა, რომ ებრაელ ხალხს ყოველთვის ემახსოვრება ქვეყნის წინაშე მისი დამსახურება.

მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ქართველმა ხალხმა ბატონი შიმონ პერესის სახით უდიდესი მეგობარი დაკარგა, რომელმაც ჩვენი ქვეყნების მრავალსაუკუნოვანი მეგობრობის განმტკიცებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა.

დარწმუნებული ვარ, რომ მისი მემკვიდრეობა დაუვიწყარი იქნება მომავალი თაობებისათვის.

გთხოვოთ, გადასცეთ ჩემი ღრმა მწუხარება და თანადგომა შიმონ პერესის ოჯახს“, - აღნიშნულია წერილში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42