დავით ნარმანია პირველ საერთაშორისო სატრანსპორტო ფორუმს დაესწრო
პოლიტიკა - 12:58, 28 Sep, 2016     1511

თბილისის მერი დავით ნარმანია სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ პირველ საერთაშორისო სატრანსპორტო ფორუმს დაესწრო. ფორუმზე, რომელიც „სითი ინსტიტუტი საქართველოს“ ორგანიზებით გაიმართა, განიხილეს საქალაქო სატრანსპორტო მოდელების შემუშავება და განვითარება, ასევე ურბანული ტრანსპორტის განვითარების და საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების საკითხები.

ფორუმის მონაწილეებს თბილისის მერმა სიტყვით მიმართა.

„თბილისის მერიას სატრანსპორტო სფეროში ორი მთავარი და ძირითადი გამოწვევა აქვს: საცობების მოწესრიგება და საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარება. ამისთვის, ჩვენ შევიმუშავეთ 5 პუნქტიანი სამოქმედო გეგმა საცობების განმუხტვისა და საგზაო უსაფრთხოების უზრუნველყოფის შესახებ, რომელიც ამავდროულად საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარებასაც გულისხმობს. ყოველდღიურად დედაქალაქში 512 ავტობუსი და 1800 მიკროავტობუსი მოძრაობს. ჩვენ გვაქვს მეტროს განვითარებული ქსელი. თუმცა, აღნიშნული მიმართულებით წინ კიდევ ბევრი სამუშაოა. დედაქალაქის მოსახლეობის დიდი ნაწილი დღის განმავლობაში გადაადგილებისას უპირატესობას, მაინც ავტომობილს ანიჭებს. იმისათვის, რომ ნელ-ნელა საზოგადოებრივი ტრანსპორტი გახდეს უფრო მეტად კომფორტული, ჩვენ დედაქალაქის ხელისუფლებაში მოსვლისთანავე დავიწყეთ ზრუნვა ავტოპარკის განახლებაზე. ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისა და სხვა დონორი ორგანიზაციების ხელშეწყობით, სულ რამდენიმე დღეში თბილისს 10 ახალი, ევროპული და სრულად ადაპტირებული Man-ის ავტობუსი შეემატება. სულ რამდენიმე დღეში ახალ ავტობუსებს თბილისის ქუჩებში ვიხილავთ,“ - განაცხადა დავით ნარმანიამ.

როგორც ფორუმის ორგანიზატორმა, „სითი ინსტიტუტი საქართველო“ დირექტორმა მამუკა სალუქვაძემ განაცხადა, ფორუმი ყოველწლიურად ჩატარდება და მასში მონაწილეობისთვის ტრანსპორტის დარგის ექსპერტებსა და სპეციალისტებს მთელი მსოფლიოდან მოიწვევენ.

თბილისის ფორუმზე მომხსენებლებს შორის იყვნენ ტრანსპორტის დარგისევროპული კომპანიების სპეციალისტები.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42