ღონისძიებაზე საქართველოში ინფორმაციის ხელმისაწვდომობის არსებული სასამართლო პრაქტიკა და 2016 წელს საქართველოში საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის პრაქტიკის ძირითადი ტენდენციები და შედეგები განიხილეს.
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო დაჯილდოვდა, როგორც ყველაზე ღია და გამჭვირვალე საჯარო უწყება. საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის 100% მაჩვენებლისთვის ჯილდო ასევე სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს - გარემოს ეროვნულ სააგენტოსა და ეროვნულ საშენ მეურნეობას გადაეცა.
2016 წლის ყველაზე ღია საჯარო დაწესებულებები, რომლებსაც საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის 100%-იანი მაჩვენებელი აქვს, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსთან ერთად, არის სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო, ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატი, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, სახელმწიფო აუდიტის სამსახური, სტატისტიკის ეროვნული სამსახური, საქპატენტი, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი და ა.შ.
მასალის გამოყენების პირობები






