"დიდი მადლობა შემოთავაზებისთვის, მაგრამ არსად დაბრუნებას არ ვაპირებ" - ასე უპასუხა მერაბ მეტრეველმა პაატა ბურჭულაძის "ღია ეთერში" გუშინ გაჟღერებულ შეთავაზებას, რომ "მისი კარი მერაბ მეტრეველისთვის" ღიაა.
"ნიუპოსტთან" საუბრისას მეტრეველმა აღნიშნა, რომ ის ამ ეტაპზე პოლიტიკაში დაბრუნებას არ გეგმავს.
როგორც ბურჭულაძემ გადაცემა “არჩევანში” განმარტა, მერაბ მეტრეველი იყო ერთადერთი პიროვნება, რომელმაც პარტია „გირჩის” გამო დატოვა.
„მერაბი არის პატიოსანი და ვაჟკაცი ადამიანი. მე მერაბს დავურეკე და ვუთხარი, რომ ჩემი კარები მისთვის ყოველთვის ღიაა. თუ ის დაბრუნდება, ჩემთვის იქნება დიდი პატივი“, – განაცხადა პაატა ბურჭულაძემ.
ცნობისთვის, “გირჩმა” პაატა ბურჭულაძის პოლიტიკური პლატფორმა დატოვა და არჩევნებს გამოეთიშა. ბურჭულაძის თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება მან მას შემდეგ მიიღო, რაც შეიტყო, რაც აღნიშნული პირები ბიძინა ივანიშვილისგან ფინანსდებოდნენ “გირჩი” კი ამბობს, რომ პარტიის დატოვება მათი გადაწყვეტილება იყო.
მასალის გამოყენების პირობები






