"წინასაარჩევნო კამპანია უპრეცედენტოდ მშვიდ და ღია გარემოში მიმდინარეობს"- უეთოს გენერალური მდივანი
პოლიტიკა - 10:57, 28 Sep, 2016     1848
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ დავით დონდუამ შეხვედრა გამართა ეუთო-ს გენერალურ მდივანთან, ლამბერტო ზანიერთან. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ეუთო-სა და საქართველოს შორის თანამშრომლობის საკითხებს და სამომავლოპერსპექტივებს.

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გენერალურ მდივანს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს ოკუპირებულ აფხაზეთისა და ცხინვალისრეგიონებში უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების მხრივ არსებული მძიმე მდგომარეობის შესახებ. დავით დონდუამ ყურადღება გაამახვილა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მნიშვნელობაზე და აღნიშნული პროცესის ფარგლებში პროგრესის მიღწევის მნიშვნელობაზე, ისეთსაკითხებზე, როგორებიცაა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნა, იძულებითგადაადგილებულ პირთა დაბრუნება და რუსეთის ფედერაციის მიერ ძალის არ გამოყენების ვალდებულების აღება.

შეხვედრაზე ასევე ხაზი გაესვა ეუთო-ს ჩართულობის გაზრდის მნიშვნელობას საქართველო-რუსეთის კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების პროცესში.

საუბარი აგრეთვე საქართველოში მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებს შეეხო. ეუთო-ს გენერალურმა მდივანმა კმაყოფილებით აღნიშნა, რომ წინასაარჩევნო კამპანია უპრეცედენტოდ მშვიდ და ღია გარემოში მიმდინარეობს. დავით დონდუამ მადლობა გადაუხადა ლამბერტო ზანიერს საქართველოში ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის სადამკვირვებლო მისიის აქტიური მუშაობისათვის.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42