პოლიტიკური გაერთიანება „სახელმწიფო ხალხისთვის“ გირჩმა დატოვა, განმარტება ზურაბ ჯაფარიძემ გააკეთა და აღნიშნა, რომ პაატა ბურჭულაძე მას აშანტაჟებდა და თანხის მიტანას სთხოვდა:
„გირჩი გაწევრიანდა მა ბლოკში, დაგვხვდა უამრავი პრობლემა, ფინანსური თვალსაზრისით, არის ათობით ათასი კოორდინატორი, რომლებიც დღემდე ელოდებიან ანაზღაურებას. პირველი პრობლემა გაჩნდა, როდესაც დაიწყო სიის შედგენა. მუდმივად იყო ფინანსებთან დაკავშირებული პრობლემები, დღეს მოხდა კონკრეტული რაღაც, რის გამოც დატოვა გირჩმა ეს გაერთიანება. დღეს შევხვდი პაატა ბურჭულაძეს, მან მითხრა რომ მას სურს, რომ გირჩის წევრები ამოიღოს სიიდან, ჩემზე არ იყო საუბარი, ეს ჩემთვის იყო სრული მოულოდნელობა. ეს ადამიანი მაშანტაჟებდა, რომ თუ გირჩი არ მოიტანდა გარკვეულ ფინანსებს, გირჩის წევრებს სიიდან ამოიღებდნენ. საქმე არის შანტაჟთან. ვფიქრობ რომ ეს თანხები მას პირადი მოხმარებისთვის სჭირდებოდა“, - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






