ვინ გადასცა რუსულ სპეცსამსახურებს ქართული უშიშროების საიდუმლო მასალები - ელისო კილაძე მაღალჩინოსნებს ასახელებს
პოლიტიკა - 20:34, 27 Sep, 2016     8950
ელისო კილაძე გაზეთ ,,ქრონიკა +“-ში გამოქვეყნებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით ისაუბრა კურიერის ეთერში, სადაც ნათქვამია, რომ რუსულმა სპეცსამსახურებმა ქართული სპეცსამსახურების საიდუმლო მასალები ქვეყნიდან გაიტანეს და ამაში მონაწილეობდნენ კონკრეტული მაღალჩინოსნები შინაგან საქმეთა სამინისტროდან და სხვა ძალოვანი უწყებებიდან.

„ჩვენ პრაქტიკულად არ გვყავს სპეცსამსახური. ირაკლი ღარიბაშვილის შს მინისტრობის დროიდან მოყოლებული დღეის ჩათვლით მოქმედებენ რუსული სპეცსამსახურების დირექტივებით. კონკრეტულად არსებობს ორი გზა - ერთი, თამაზ თამაზაშვილი და მისი ნათესავები, ირაკლი წელაური, ზვიად ჯანყარაშვილი და თავად ირაკლი ღარიბაშვილი და მეორე პოლიტიკური გზა გაივლო თავად ირაკლი ღარიბაშვილთან ედინაია როსიას ფრაქციის თავმჯდომარის მაოდგილის და პუტინის მარჯვენა ხელის ოთარ არშბას მეშვეობით, რომლის სასტუმროს გახსნაზე ბათუმში ირაკლი ღარიბაშვილმა გვითხრა, რომ დიდი პატრიოტის და ქართველი ინვესტორის სასტუმროს ხსნის“ - განაცხადა კილაძემ.

ჟურნალისტი ამბობს, რომ ეს ფაქტები არის დადასტურებული. ,,წყარო გახლავთ ადამიანი, რომელმაც ეს ინფორმაცია მომაწოდა, უშუალოდ პროცესების თვითმხილველია. დღეს ქვეყანა ფარული ჩანაწერების თემას კი არ უნდა არჩევდეს, მე უნდა ვიჯდე, ალბათ, დაკითხვაზე და გამოძიება ამაზე უნდა იყოს დაწყებული. ეს არის ძალიან დიდი სკანდალი, ამ სქემაში მონაწილეობდა საინფორმაციო ანალიტიკური განყოფილების უფროსი დავით სუჯაშვილი, რომელიც დღეს არის ქვეყნის საგარეო დაზვერვის ხელმძღვანელი. ირაკლი ღარიბაშვილის მითითებით ე.წ. უშიშროების არქივიდან გატანილია საიდუმლო თანამშრომელთა სია, რომელიც გადასცეს უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებს. ამაში მონაწილეობდა ზვიად მიქაუტაქძეც, რომელიც დავით სუჯაშვილთან ერთად გახლდათ ამჯერად საგარეო დაზვერვაში და მისი ხელით ბევრი პროფესიონალი ჩამოაშორეს ამ უწყებას. ეს არის იმ ადამიანების სია, რომელიც ჩვენს სპეცსამსახურს გადმობირებული ჰყავდა უცხო ქვეყნის და მათ შრის რუსეთის ტერიტორიაზე და მეორეს მხრივ საიდუმლო თანამშრომლების სია, რომელიც მათ შრის ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე მოქმედებდა. მკაფიოა ის, რომ დღეს რუსეთს აღარ სჭირდება ქვეყნის ტანკებით და ძალისმიერი მეთოდებით ოკუპაცია. სახეზე გვაქვს ჩვეულებრივი დემორალიზაცია, ჩამოშლილია სახელმწიფო უწყებები, ქართული სპესამსახური აღარ ფუნქციონირებს და ჩვენ ვართ რუსული ფსბ-ს ფილიალი“ - განაცხადა ელისო კილაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42