რუსთავი 2 გააშუქებს მხოლოდ ფარული მასალების მოპოვება-გავრცელების კანონიერებას - გვარამია
პოლიტიკა - 18:41, 27 Sep, 2016     5482
რუსთავი2-ის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას განცხადებით მისი ტელეკომპანია ემიჯნება უკანონო ფარული მიყურადების და დაუდასტურებელი არავთენტური მასალების გავრცელებას და მათი შინაარსის განხილვას. გვარამიამ მისი პროკურორობის დროს გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ის ჩანაწერები კანონიერი გზით იყო მოპოვებული, მათი გავრცელება თავისი და ყოფილი ხელისუფლების უმძიმეს შეცდომად მიაჩნია:

„რუსთავი2-ის ემიჯნება უკანონო ფარული მიყურადების და დაუდასტურებელი არაავთენტური მასალებს და მოუწოდებს სხვებს, რომ გაემიჯნონ არა მარტო სახელმწიფო გადატრიალებას, არამედ სამარცხვინოდ და ამორალურად ამ ტიპის მასალების კონტენტის განხილვას. ეს არა მარტო ტელევიზიებს ეხება, არამედ კერძო პირებსაც. ამ ტიპის მასალების განხილვა არის სამარცხვინო ამორალობა და მე პირადად, რომელსაც კანონიერად მოპოვებული მასალების, კანონიერად გავრცელება დღეს ნამდვილად მიმაჩნია ჩემს უმძიმეს შეცდომად და იმ ხელისუფლების უმძიმეს შეცდომად" -განაცხადა გვარამიამ.

მისივე თქმით, რუსთავი 2 გააშუქებს მხოლოდ ამ მასალის მოპოვება-გავრცელების კანონიერებას და იმ პირების პასუხისმგებლობას, ვინც მსგავს მასალებს ავრცელებს.

,,თუ საზოგადოება უარს არ იტყვის მსგავსი მასალების განხილვაზე, არასოდეს დაილევა ბიძინა ივანიშვილის მსგავსი ხალხი, რომლებიც უკანონოდ მოიპოვებენ ამ მასალებს და განათავსებენ. მათი მიზანი არის ის რომ ხალხმა ამ მასალების შინაარსის განხილვა დაიწყოს. ეს არის დაახლოებით იგივე პარალელი, რაც არის ნარკოტიკის მომხმარებელსა და ბარიგას შორის, თუ არ იარსებებენ ბარიგები არ იარსებებენ ნარკოტიკის მომხმარებლები და პირიქით" - განაცხადა გვარამიამ.

რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორი ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილის რეჟიმი უკანონოდ უსმენს და ამონტაჟებს გაუგებარ ვიდეო-აუდიო მასალებს, რომელიც მიზანიც, გვარამიას თქმით, არა მარტო პოლიტიკურ ძალებთან არამედ საზოგადოებასთან ანგარიშსწორებასაცა. ნიკა გვარამია ამბობს, რომ 8 ოქტომბერს არის რეფერენდუმი, სადაც მისი თქმით, საზოგადოებამ უნდა შემოხაზოს ნებისმიერი ნომერი გარდა 41-ისა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42