„რუსთავი 2 ემიჯნება სახელმწიფო გადატრიალებას და მოუწოდებს პოლიტიკოსებს გაემიჯნონ ამ სახელის ხსენებასაც კი“ - გვარამია
პოლიტიკა - 18:19, 27 Sep, 2016     14558

ინტერნეტსივრცეში დღეს მიხეილ სააკაშილისა და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების ფარული ცანაწერი გავრცელდა. აღნიშნულის შესახებ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალურმა დირეკტორმა ნიკა გვარამიამ საგანგებო ბრიფინგი გამართა და განაცხადა, რომ ტელეკომპანია არავითარ სახელმწიფო გადატრიალებაში მონაწილეობის მიღებას არ გეგმავს:

„ხელისუფლება აპირებს ამ გზით სიარულს, მისი ამოცანა საზოგადოების ყურადღების გადატანაა კონკურენტების დემონიზაციაზე, ფარული ჩანაწერებისა და პირადი ცხოვრების ამსხველი ვიდეოების მეშვეობით.

მწუხარებას გამოვთქვამთ, რომ ხელისუფლებამ ეს გზა აირჩია და შევახსენებთ, რომ ეს არის უმოკლესი გზა დამარცხებამდე და ამაზე მწუხარებას არ გამოვთქვამთ, უბრალოდ შევახსენებთ, რომ იმ მდინარეში, რომელშიც შევიდა ნაციონალური მოძრაობა დღეს იგივე დამარცხების გზას გადის.

რაც შეეხება ამაში რუთავი 2-ის ჩართვას ივანშვილის ინტერსი არის ასევე რუსთავი 2-ის დემონიზაცია, ამის შესაძლებლობას ბიძინას არ მივცემთ. ჩვენი ინფორმაციით, არსებობს უამრავი ვიდეო მასალა პირადად ჩემზე, აუდიო მასალა და რუსთავი 2-ის ცალკეულ თანამშორომლებზეც. ეს არის რამდნეიმე დისკზე ჩაწერილი და შეკრებილი და ატანილია ივანიშვილთა, ის წყვეტს რა გამოქვეყნდეს და როგორ დამონტაჟდეს, ტყუილად გონია ივანიშვილს რომ მხოლოდ მან იცის, როგორც მასთან ადის სოლოლკაში ინფორმაცია ისე ჩემთან ჩამოდის სანდროეულის ქუჩაზე.

რაც შეეხება იმას, რუსთვი 2 დაემორჩილება თუ არა ზეწოლას ჩანაწერების გამოქვეყნების საქმეში - არ დაემორჩილება და ეს ჩვენ დავამტკიცეთ, მათ შორის იყო ჩემი პირადი აღიარება, რაც საქართველოში აქამდე არავის გაუკეთებია.

ოპოზიციურ პოლიტკურ სპექტრს მივმათავ, ხელს ნუ უწობენ რუსთავი 2-ის დემონიზაციას, თავი შეიკავეთ თუნდაც თქვენს შიდა დისკუსიებში რუსთავის ხსენებისგან, ჩვენ არაფრის მომწიფებას არ ვაპირებთ გარდა არჩევნების სამართლიანად ჩატარებისა, რაც შეეხება რუსთავის დემონიზაციის მიზანს, ეს არის ეგზიტპოლები, რომელსაც ჩვენ ვატარებთ და იავნიშვილის არანორმალური შიში ამის მიმართ.

ეს ეგზიტპოლი ჩატარდება და გაიმარჯვებს ის, ვინც რეალურად გაიმარჯვებს. ეს ეგზიტპოლები ემსახურება ჩვენი ამომრჩევლის ხმების და ინტერესების დაცვას. ამის შემდეგ თუ ჩვენი ეგზიტპოლი და ცესკო განსხვავებულ შედეგებს დადებენ, როგორ იმოქმედებენ პარტიები, ეს მათი გემოვნების საკითხია. უკანონობასთან დაკავშირებით არსებობს კანონში გამოსავალი და იციან სამართლამდაცავებმა, რომლებიც თვად სჩადიან ყოველდღე უკანონობას.

თუ ვინმეს ჰგონია რომ რევოლუცია ვარდების რევოლუციის კონტექსტში აკრძალულია და სახელმწიფო გადატრიალება ჰქვია, ამაში ძალინ ცდებიან. ვარდების რევოლუცია იყო არა გადატრიალება, არამედ საკუთარი ხმების დაცვა. სახელმწიფო გადატრიალების სიტყვათშეთანხმება მზარავს , მე ვარ ე.წ ზვიადისტების ოჯახიდან და ერთადერთი სახელმწიფო გადატრიალებით დაზარალებული და პირობას ვდებ, რომ იქ სადაც მე ვიქნები არ იქნება სახელმწიფო გადატრიალების ხელშეწყობა. რუსთავი 2 მკაფიოდ ემიჯნება ნებისმიერ სახელმწიფო გადატრიალებას და მოუწოდებს ყველა პოლიტიკურ და საზოგადოებრივ აქტორს, რომ გაემიჯნონ სახელმწიფო გადატრიალების ხსენებასაც კი“, - განაცხადა ნიკა გვარამიამ.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42