გიორგი კვირიკაშვილმა "ჰაიდელბერგცემენტს" საქართველოში ათწლიანი მოღვაწეობის იუბილე მიულოცა
პოლიტიკა - 16:16, 27 Sep, 2016     1380
100 მილიონი დოლარის ოდენობის დამატებითი ინვესტიცია კასპში, - საინვესტიციო პროექტი, რომელიც კომპანია „ჰაიდელბერგცემენტის“ ქარხნის სრულ მოდერნიზაციას და კლინკერის წარმოების მშრალი ხაზის მშენებლობას გულისხმობს, დღეს დაიწყო.

პროექტის საფუძვლის ჩაყრის ცერემონიაში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მიიღო მონაწილეობა.

გიორგი კვირიკაშვილის შეფასებით, მნიშვნელოვანია, რომ გერმანული კომპანია „ჰაიდელბერგცემენტი“, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი ლიდერია, საქართველოში საქმიანობას სულ უფრო აფართოებს და მსხვილ ინვესტიციებს ახორციელებს.

"მისასალმებელია, რომ დღეს კომპანია „ჰაიდელბერგცემენტის“ კასპის ქარხანაში საფუძველი ეყრება 100 მილიონი დოლარის საინვესტიციო პროექტს, რაც ქარხნის სრული მოდერნიზაცია და კლინკერის წარმოების მშრალი ხაზის მშენებლობას, რაც კიდევ უფრო ეფექტიანს გახდის და გააფართოებს წარმოების პროცესს. ამასთან, ეს იქნება ერთ-ერთი სამაგალითო პროექტი გარემოსდაცვითი სტანდარტის უზრუნველყოფის კუთხით. პროექტი აგებულია მწვანე ტექნოლოგიაზე და იგი იქნება ასევე ენერგოდამზოგავი, რაც ასევე მნიშვნელოვანია პროექტის ხარჯეფექტურობისთვისაც და მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს კომპანიის კონკურენტუნარიანობას. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია გერმანიასთან ეკონომიკური თანამშრომლობა და განსაკუთრებულ ძალისხმევას ვხარჯავთ იმ მიმართულებით, რომ გერმანული კორპორაციები ფართოდ იყვნენ წარმოდგენილნი საქართველოში", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა და აღნიშნა, რომ "ჰაიდელბერგის" ძლიერი პოზიცია, ადგილობრივ ბაზარზე სხვა გერმანული კომპანიების მოზიდვისთვის, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორი იქნება.

მთავრობის მეთაურმა კომპანიის თანამშრომლებსა და ადგილობრივ მოსახლეობას დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნა მიულოცა და "ჰაიდელბერგცემენტის" წარმომადგენლებს მიმართა:

"დაივიწყეთ დღევანდელი ბაზრის მოთხოვნის რიცხვები, ვინაიდან ჩვენ გვაქვს ისეთი საინტერესო და ამბიციური განვითარების გეგმები მომავალი რამდენიმე წლის განმავლობაში, რომელიც მნიშვნელოვნად გაზრდის ადგილობრივ ბაზარზე თქვენი პროდუქციის რაოდენობრივ მოთხოვნას. ჩვენ ვფიქრობთ, ეს იქნება ძალიან საინტერესო მომავალი რამდენიმე წელი საქართველოს ინფრასტრუქტურული მოდერნიზაციისა და მისი სატრანზიტო პოტენციალის გაუმჯობესების თვალსაზრისით. ეს იქნება ავტობანები, ტურისტული ინფრასტრუქტურა, ხიდები, გვირაბები, ახალი პორტის მშენებლობა, რაც თავისთავად ნიშნავს ადგილობრივ ბაზარზე ცემენტზე მოთხოვნის გაცილებით მაღალ მაჩვენებლებს", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

გიორგი კვირიკაშვილმა "ჰაიდელბერგცემენტს", ახალი საინვესტიციო პროექტის დაწყება, საქართველოში ათწლიანი მოღვაწეობის იუბილე მიულოცა და აღნიშნა, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი 10 წელი იყო.

პრემიერმა კომპანიის საქართველოს წარმომადგენლობის გენერალურ დირექტორთან, მიქაელ ჰემპელთან ოთხი წლის განმავლობაში გამართული შეხვედრები გაიხსენა და მას ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა. პრემიერ-მინისტრის შეფასებით, ერთობლივი შეხვედრები, ადგილობრივ ბაზარზე კომპანიის პოზიციის განმტკიცებისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია.

საქართველო-გერმანიის ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების დიდ პოტენციალზე ისაუბრა გერმანიის ახალმა ელჩმა საქართველოში ჰაიკე პაიჩიმ.

დიპლომატის განცხადებით, საქართველოში ისეთი მსხვილი კომპანიების მიერ ინვესტირება, როგორებიცაა "ჰაიდელბერგცემენტი" და "ჰენკელი", გერმანული კომპანიების ნდობაზე მიუთითებს. ელჩმა აღნიშნა, რომ საქართველოთი ასევე დაინტერესებულნი არიან გერმანული ლოგისტიკური კომპანიები.

"საქართველოში შექმნილი ხელსაყრელი საინვესტიციო კლიმატის, ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულებისა და ქვეყანაში არსებული სტაბილური პოლიტიკური გარემოს წყალობით, დარწმუნებული ვარ, ეკონომიკური თანამშრომლობა, საქართველო-გერმანიას შორის, კიდევ უფრო გაფართოვდება", - განაცხადა გერმანიის ელჩმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42