კონგრესმენი კიზინგერი წარმომადგენელთა პალატის წინაშე საქართველოს მხარდამჭერი სიტყვით წარსდგა
პოლიტიკა - 15:58, 27 Sep, 2016     1427
აშშ-ს კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში სიტყვით გამოსვლისას ილინოისის შტატის კონგრესმენი ადამ კინზინგერი კონგრესის მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერის შესახებ მიღებული რეზოლუციის თაობაზე სიტყვით გამოვიდა.

კონგრესმენმა რეზოლუციას მტკიცე მხარდაჭერა გამოუცხადა და საკუთარ გამოსვლაში ხაზი გაუსვა საქართველოს მიღწევებს დემოკრატიული განვითარების კუთხით. მისი თქმით, საქართველოს განვითარება რეგიონისთვის მძლავრ მაგალითს წარმოადგენს.

საკუთარ გამოსვლაში კონგრესმენმა დაგმო რუსეთის ფედერაციის მხრიდან საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია. კონგრესმენის თქმით, მომავალში რუსეთისგან მომავალი აგრესიის თავიდან ასაცილებლად უაღრესად მნიშვნელოვანია აშშ-ს მხრიდან რეგიონში მისი დემოკრატიული მოკავშირეების მხარდაჭერა.

კონგრესმენმა ხაზი გაუსვა აშშ-ს მხრიდან მტკიცე გზავნილების გაჟღერების მნიშვნელობას და საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მხარდაჭერა გამოუცხადა. "ჩვენ არასოდეს ვაღიარებთ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას და გავაგრძელებთ მოვუწოდოთ რუსეთს ფედერაციას გაიყვანოს ჯარები აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპირებული რეგიონებიდან", - განაცხადა ადამ კინზინგერმა.

2016 წლის 9 აგვისტოს აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერი ორპარტიული რეზოლუცია (H.Res. 660) აბსოლუტური უმრავლესობით მიიღო. სახელობითი კენჭისყრის შედეგად რეზოლუციას წარმომადგენელთა პალატის 410-მა წევრმა დაუჭირა მხარი, 6-ის წინააღმდეგ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42