"არ მაქვს ინფორმაცია ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით. თქვენც თქვით, რომ ეს არ არის დადასტურებული. მნიშვნელოვანია ყველას ინტერესი იქითკენ იყოს მიმართული, რომ ქართველ ხალხს მიეცეს არჩევანის გამოხატვის საშუალება. ამისთვის ერთადერთი გზა თავისუფალი, მშვიდი საარჩევნო გარემო და დებატებია. საარჩევნო გარემო კი ამ დრომდე არის კარგი. რომელიმე პოლიტიკური ძალის ხელისუფლებაში მოსასვლელად ერთადერთი გზა არის არჩევნები. ნებისმიერი სხვა გზა არადემოკრატიული და არალეგიტიმურია. ამიტომ ყველამ უნდა იზრუნოს, რომ 8 ოქტომბერს იყოს მშვიდი საარჩევნო გარემო. ჩანაწერის ავთენტურობის დადასტურების შემთხვევაში, როგორი იქნება ჩვენი რეაქცია - გეტყვით, რომ არ ვაპირებ იმ თემით სპეკულირებას თუ რას ვიტყვით მომავალში. მხოლოდ ის შემიძლია ვთქვა, რომ ნებისმიერი სახის დაშინება პოლიტიკური პარტიების მხრიდან მიუღებელია,“ - განაცხადა იან კელიმ.
მასალის გამოყენების პირობები






