,,მას შემდეგ ერთხელ ვნახე... სახლები აღარ იდგა. მივხვდი, უსულო იყო ჩემი ეზო...“ - აფხაზეთის ტრაგედია
სოც.მედია - 15:34, 27 Sep, 2016     7513
27 სექტემბერი სოხუმის დაცემის დღეა - საქართველოს ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ტრაგედია, რომელმაც ჩვენი თაობის მხრებზე გადაიარა. ეს რუსული ოკუპაციაა, რომელიც დღემდე გრძელდება და რომელმაც ასობით ათასი ქართული ოჯახი აფხაზეთის უძველეს ქართულ მიწას იძულებით მოწყვიტა. თაობა გაიზარდა, რომელსაც აფხაზეთი არასოდეს უნახავს, ან ძალიან პატარა ასაკში ომმა და ოკუპაციამ აიძულა მშობლებთან ერთად საკუთარ სახლ-კარი დაეტოვებინა. თუმცა ყველა თაობისთვის აფხაზეთი ყველაზე მშობლიური, ყველაზე ქართული და ყველაზე დიდი ტკივილია...

ეს წერილი ჟურნალიტ, პიარ მენეჯერს პაატა შამუგიას ეკუთვნის:

დილა იყო. უფრო გარიჟრაჟი ალბათ. ცის ფერიც მახსოვს. მუქი და ტყვიისფერი იყო. სადღაც შორს, დედამიწისა და ცის გასაყართან ჩანდა მოცისფრო ზოლი. აი, როგორც გვირაბის ბოლოში სინათლე. ჩვენ მისაბმელიან ტრაქტორზე ვისხედით. ჩვენ რა, მე, ბებია, მეზობლის ბავშვები, იმათი ბებიები, ბაბუებიც. ჩემი ძმაც იყო. ძალიან ცხარობდა. დარჩენას ითხოვდა. მისი კლასელი გოჩა დარჩა, ზაზაც, გელაც... თვითონაც დიდი იყო. თუმცა არგუმენტი არ აღმოჩნდა საკმარისი ბებიისთვის. გადავხტებიო, დაიმუქრა ბოლოს. გააჩერა ბებიამ ტრაქტორი და ჩავიდა ჩემი ძმა. მშობლებთან დაბრუნდა. დედა და მამა სახლს დარაჯობდნენ. მახსოვს სახლი. ბევრს ედგა მსგავსი სოფელში, თუმცა ჩემი უფრო კარგი მეგონა სულ. დაბლა ქვისგან ნაშენი, ზემოთ ხის. იშვიათად ავდიოდით ზედა სართულზე. კვირაში ერთხელ, დედა დასალაგებლად რომ ადიოდა, მეც სიხარულით ავრბოდი. დიდი რკინის გასაღებით აღებდა. მეც საპატიო სტუმარივით ვჯდებოდი დივანზე, რომელზეც სქელი და ფუმფულა ბეწვიანი გადასაფარებელი ეფარა. მთელი დღეები კარები ღია მაშინ იყო მეორე სართულზე, ბაბუა რომ ესვენა. გვერდით პატარა სახლიც გვქონდა. ძირითადად იქ ვცხოვრობდით. სახლებს შორის ვაშლის ხე იდგა. ძალიან გემრიელი ვაშლებით. ,,დაშაქრულიაო“, ბებია მანახებდა ვაშლზე გადასხვაფერებულ ადგილებს. ვცდილობდი, ის ადგილები ცალკე მეჭამა. გამეგო, მართლა თუ ჰქონდა შაქრის გემო. ეზოც მახსოვს, დიდი და მწვანე. ბევრი ყვავილით. ზედმეტადაც კი. სახლებს უკან თხილების ბაღი იყო. თითქოს არაა ლამაზი თხილის ხე. თუმცა ჩემი თხილების ბაღების გვირაბები რომ გენახათ, იტყოდით, რომ ლამაზია თხილები.

ტყვიისფერი რომ გადავიდა და ცისფერი გახდა ცა, ტრაქტორიც გადავიდა ენგურის ხიდის მეორე მხარეს.

მას შემდეგ ერთხელ ვნახე ჩემი ეზო. სახლები აღარ იდგა. ბევრი შავი ფერფლი ეყარა ორგან. ქვის კედლები დარჩენილიყო, თუმცა უკაროდ და უფანჯროდ. კიბეებიც იყო, მოაჯირითურთ, მაგრამ ვეღარსად ახვიდოდი. კიდევ ბუხარი იდგა. ორსართულიანი ისიც. ორგან ჰქონდა თითქოს პირი დაღებული. ძალიან მაღალი და შავი ჩანდა, ცოტა მისტიურიც. შეგაშინებდა. ეზო ისევ დიდი იყო და მწვანე, მაგრამ ყვავილების გარეშე. აღარც ვაშლის ხე იდგა. სახლებს წაკიდებული ცეცხლის ალმა გაახმო თურმე. თხილების ბაღიც იყო. თუმცა არ ჩანდა ლამაზი. გვირაბები აღარ იყო თხილებს შორის.

მივხვდი. უსულო იყო ჩემი ეზო.“

1997 წელი. სკოლას ვამთავრებდი და გამოსაშვებ გამოცდაზე თავისუფალი თემა დავწერე – ,,გვახსოვდეს აფხაზეთი“. ცრემლიანი თვალებით კითხულობდა ჩემს ნაწერს მასწავლებელი. დიდი ვიყავი უკვე, თუმცა მაინც გამიკვირდა. როგორ მიხვდა, რომ ჩემს პატარა ჩანახატში დიდი სევდა და მონატრება იდო.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42