„ძალიან ცუდი სიტუაცია სურამში როგორც მთელს საქართველოში.ძალიან ბევრი გამწარებული ადამიანია დიდი ზეწოლა მიდის ხალხზე და ეს დამშინებელი უქნარა არაფრის მქნელი მთავრობა უნდა შეიცვალო და აუცილებლად შეიცვლება. ჩვენ იმედი მივეცით ხალხს და 8 ოქტომბრის შემდეგ ყველაფერი კარგად იქნება.“ განაცხადა პაატა ბურჭულაძემ.
ადგილობრივების განცხადებით რეგიონში მწვავედ დგას უმუშევრობის პრობლემები. ასევე მათი თქმით შეხვედრამდე ადგილობრივებს მათთვის უცნობი ადამიანები შეხვედრაზე წასვლას უკრძალავდნენ და ემუქრებოდნენ.
“ჩემთან მოვიდნენ მანქანებით და გვემუქრებოდნენ არ გახვიდეთ პაატა ბურჭულაძესთან შეხვედრაზეაო. არ ვიცი ვინები იყვნენ სახეზე ვიცნობ. იყო მუქარაც მაგრამ მე დასაკარგი აღარაფერი მაქვს და მაინც მოვედი შეხვედრაზე“ - განაცხადა სურამის მკვიდრმა ლამზირა ძელაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






