"არ შეიძლება საარჩევნო კამპანიის მთავარი ღერძი იყოს გაუთავებელი საუბარი დესტაბილიზაციის საფრთხეზე"- პრეზიდენტი
პოლიტიკა - 14:53, 27 Sep, 2016     1863
პრეზიდენტის პრეს-სპიკერის ეკა მიშველაძეის განაცხადებით, 2016 წლის საპარალამენტო არჩევნები სამართლიან, მშვიდ და დემოკრატიულ გარემოში უნდა ჩატარდეს.

"ჩვენ ძალიან მნიშვნელოვნად მიგვაჩნია და ეს არაერთხელ აღგვინიშნავს, რომ 2016 წლის საპარალამენტო არჩევნები უნდა ჩატარდეს სამართლიან, მშვიდ და დემოკრატიულ გარემოში.

პრეზიდენტის აზრით, ნებისმიერ პოლიტიკურ გაერთიანებაში შესაძლოა, იყვნენ აგრესიისკენ მიდრეკილი ადამიანები, რომლებსაც საარჩევნო პროცესი უფრო დესტრუქციული ფორმით წარმოუდგენიათ. თუმცა, ყველაფერი უნდა გაკეთდეს, პირველ რიგში, სახელმწიფოს მხრიდან, რომ ყოველგვარ აგრესიას და ძალადობას გაეცეს შესაბამისი პასუხი და საარჩევნო პროცესი წარიმართოს მშვიდ და სამართლებრივ ჩარჩოებში.

არჩევნებამდე დარჩენილ ამ მოკლე დროში, არ შეიძლება საარჩევნო კამპანიის მთავარი ღერძი იყოს გაუთავებელი საუბარი დესტაბილიზაციის საფრთხეზე, არ შეიძლება პოლიტიკოსები დებატებზე მხოლოდ ურთიერთბრალდებების ენით საუბრობდნენ.

ამ ყველაფერს წერტილი უნდა დაუსვან და პასუხი გასცენ სამართალდამცავმა უწყებებმა.

პოლიტიკურმა პარტიებმა და პოლიტიკოსებმა კი, ამომრჩეველს უნდა გააცნონ საარჩევნო პროგრამები და საკუთარი ხედვები. ამომრჩეველს უნდა მიეცეს საშუალება, 8 ოქტომბერს მშვიდ ვითარებაში გააკეთოს საკუთარი არჩევანი"-განაცხადა პრეზიდენტის პრეს-სპიკერმა ეკა მიშველაძემ.

შეგახსენებთ, ფარული ჩანაწერში რომლის ავთენტურობა ჯერჯერობით დაასტურებული არაა, სავარაუდოდ მიხეილ სააკაშვილი და ენმ-ს ლიდერები საარჩევნო გეგმებს განიხილავენ, მათ შორის რევოლუციურ სცენარსაც.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42