„არ ვიცი ამაზე რატომ ვფიქრობ, მაგრამ ფაქტია, რომ ვფიქრობ!...
ჩვენ ყველას გვაქვს ჩვენი ფესვები, წარმოშობა , რომელიმე კონკრეტულ კუთხეში დაბადებითა და ცხოვრებით გამოხატული...
ცხოვრებით ვერა! დაბადებით გამოხატული წარმოშობა მეც მაქვს!
ერთხელ აკაკიმ დაწერა : „“ ჩონგური საქართველოა,სიმები ჩვენ ვართ ყველაო, სხვადასხვა კუთხის მცხოვრები:“
ჩემი სიმი დიდიხანია ჩონგურს მოწყდა...და უკვე მაშინებს იმაზე ფიქრი, რომ ერთხელაც შეიძლება ჩონგურზე დამკვრელი შეეჩვიოს... შეეგუოს, მოწყვეტილ სიმს, და მის გარეშე განაგრძოს დაკვრა! მერე ალბათ, მუსიკით თრობაში შესულს, ჩონგურზე ჩამოკონწიალებული სიმით ხელი შეეშლება.. შეეშლება და...
არ ვიცი ამაზე რატომ ვფიქრობ, მაგრამ ფაქტია, რომ ვფიქრობ!...
ჩვენთვის დღემდე ამოუცნობი ფენომენით ჩვენ ყველანი გარდავიცვლებით! გარდავიცვლებით ან მოვკვდებით!
წამოვიზარდე თუ არა ჩემი ასაკი და გამოცდილება „ვურტყი“ ჩემი ცხოვრების ფობიებს : სიკვდილს, ტარაკანას, ჭექა_ქუხილსა და ღმერთს! „
შენი აღარ მეშინია! სიკვდილისაც არ მეშინია! ("ყველაფერი, რასაც არ აქვს დასასრული, არ აქვს აზრი")
ღმერთო სიკვდილის არ მეშინია_თქო , სამაგიეროდ მაშინებს კითხვა!:..
მთელი ამ ხნის განმავლობაში ჩემი ოჯახის ბევრი, ნათესავი ახლობელი მეგობარი თუ ნაცნობი მიიცვალა... (შენამდე რამდენი მივიდა არ ვიცი..)
საბედნიეროდ (??..) ჩემს დიდ ოჯახს ჩემგან ხილული „ოჯახური სასაფლაო“ არ აქვს! ( მადლობა, მადლობა მადლობა!)
მაგრამ თუ ერთხელ შენ გადაწყვეტ , რომ ჩემს სიცოცხლეს წერტილი დაესვას და თუ ეს „ერთხელ“ ხვალ , ზეგ მაზეგ , ან იქნებ დღეს დადგება... სად მიაბარებენ ჩემსს „უსიცოცხლო სხეულს“?
დედაქალაქში? მხოლოდ იმიტომ , რომ ბოლო რამდენიმე წელი აქ გავატარე ? სამეგრელოში იმიტომ, რომ „დევნილის იარლიყს“ ახლად ამოფარებულები , ხელმეორედ იქ ვცდილობდით დაბადებას?...თუ აფხაზეთში სადაც მხოლოდ დავიბადე? თუმცა როგორ თუ „მხოლოდ ?!..
რა უცნაურია ჩემი საფლავი სამურზაყანოდან შორს! რა საცოდავია ჩემი საფლავი მშობლიურ მიწაზე მაგრამ მარტო და უპატრონოდ...
მე არ ვიცი შენგან რამდენად „ნებადართული“ და (შენთვის რამდენად ) ღირებულია ახლა ჩემი ფიქრები ..(არც ის ვიცი უნებლიედ მოგივიდა თუ არა შენ დედამიწაზეც შექმენი პატარა სამოთხე, მაგრამ შიგ ჯერ არ მიშვებ ..)
ღმერთო ! სიკვდილის მე არ მეშინია! ("ყველაფერი, რასაც არ აქვს დასასრული, არ აქვს აზრი!..) უბრალოდ უჩემოდ და მოულოდნელად ნუ მიიღებ გადაწყვეტილებას კარგად მაფიქრე !
კარგად მაფიქრე თორემ იცოდე, სიკვდილის შემდეგ მე შენთან შეხვედრას მხოლოდ იმიტომ მოვინდომებ ,რომ გითხრა : ბატონო ღმერთო მე თქვენ აღარ მიყვარხართ!
პ.ს ამ ერთხელ მაპატიე ეგოისტური წერილი ! შენ ხომ ისიც იცი, რომ მე აქ ასეთი არ ვარ! ))“
თათია ზუღბაია
წყარო: facebook.com
მასალის გამოყენების პირობები






