,,ქართული ოცნების“ რუსი პოლიტტექნოლოგები შეცდომას უშვებენ“ - შაშკინი ფარულ ჩანაწერზე
პოლიტიკა - 13:34, 27 Sep, 2016     4188

ინტერნეტსივრცეში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისა და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრების ფარული ჩანაწერი ვრცელდება. ჩანაწერის ავთენტურობა ჯერჯერობით არ დადგენილა. აღნიშნულს თავად მიხეილ სააკაშვილმა „უნიჭო მონტაჟი“ უწოდა. ფაქტს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებიც გამოეხმაურნენ. ფარული ჩანაწერის გავრცელებას ექსპერტებიც აფასებენ.

„ნიუპოსტი“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების, ასევე თავდაცვის ყოფილ მინისტრს დიმიტრი შაშკინს დაუკავშირდა. შაშკინმა ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, რომ ეს ფარული ჩანაწერი „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის ნაწილია, რომელსაც რუსი პოლიტტექნოლოგები აწარმოებენ. მსგავსი ქმედება კი „ქართული ოცნებისთვის“ ცუდი შედეგის მომტანი იქნება, რადგან საქართველოსა და რუსეთის მოსახლეობის შეხედულებები და აზროვნება ერთი და იგივე არ არის:

„ამ უნიჭო სპექტაკლიდან შესაძლებელია, მხოლოდ ის, რომ გამოვიტაონოთ ორი დასკვნა. პირველი არის ის, რომ ის რუსი პოლიტტექნოლოგები, რომლებიც ახლა მართავენ „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიას, უშვებენ ძალიან დიდ შეცდომას, ისინი რუსული ტექნოლოგიების პირდაპირ პროექციას აკეთებენ საქართველოზე, ცდილობენ საარჩევნო კამპანია მართონ ზუსტად იმ ტექნოლოგიებით, რომლითაც მართავენ რუსეთში. მათ ტყუილად ჰგონიათ, რომ რადგან საქართველო იყო საბჭოთა კავშირში, ხალხის მენტალობა რუსეთსა და საქართველოში არის ერთი და იგივე. ეს ასე არ ხდება. ის, რომ ეს არის ერთნაირი ხელწერა, ნებისმიერი პროფესიონალისთვის არის გადაშლილი წიგნი. მთელი პასუხისმგებლობით შემიძლია ვთქვა, რომ ის უნიჭო სპექტაკლი, რომელიც სახეზეა, ეს არის ერთი-ერთში გადატანილი ტექნოლოგიები, რომლითაც მუშაობენ პოლიტტექნოლოგები რუსეთში. დიდი შეცდომაა ამ პოლიტტექნოლოგიების გამოყენება „ქართული ოცნებისთვის“, იმის იმედით, რომ ხალხის მენტალობა საქართველოსა და რუსეთში არის ერთნაირი“, - აღნიშნავს შაშკინი.

მისივე თქმით, ეს შესაძლოა იყოს მოსახლეობაში დესტაბილიზაციის მცდელობის ილუზია შეიქმნას, ქართველ ხალხთან კი შიშის დათესვივს ფაქტორით მუშაობა არ ჭრის:

„საუბარია იმაზე, რომ წინასაარჩევნოდ შექმნან დესტაბილიზაციის ილუზია იმისათვის, რომ ხალხში გამოიწვიონ პანიკა და შიში. საქართველოში ასეთი მეთოდები არ მუშაობს, ქართველ ამომრჩეველთან შიშით საუბარი არის მიუღებელი და არის უაზრო, რადგან სხვანაირ რეაქციას იღებ. შიშის დათესვის ფაქტორი საქართველოში არ მუშაობს“, - აცხადებს დიმიტრი შაშკინი ჩვენთან საუბრისას.

თავდაცვის ყოფილი მინისტრი მეორე ფაქტორზეც საუბრობს. მისი განმარტებით, „ქართულ ოცნებას“ შესაძლოა არჩევნების მასობრივი გაყალბება აქვს დაგეგმილი და მოსალოდნელი ლეგიტიმური პროტესტი სურს შეთქმულების თეორიების მიხედვით შეფუთოს:

„მეორე დასკვნა კი არის ის, რომ „ქართული ოცნება“ მასობრივი გაყალბებისთვის ემზადება, ის პროტესტი, რომელიც ამას მოჰყვება, ლეგიტიმური პროტესტი, უნდა, რომ შეთქმულების თეორიების მიხედვით შეფუთოს. ნურავის ნუ ჰგონია, რომ მასობრივ გაყალბებას ქართველი მოსახლეობა ჩაყლაპავს“, - დასძენს დიმიტრი შაშკინი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42