მისი თქმით, თუ საუბარია საპროტესტო მოძრაობაზე, რომელიც კანონის ჩარჩოშია ისტერიკა ზედმეტია.
"ჩემთვის გასაკვირი არაფერი არ არის, ბევრჯერ მინახავს შეთქმულების თეორიის განვითარება არჩევნების წინ, უკანონო ჩანაწერების საფუძველზე. ის რომ ნაციონალური მოძრაობა პოსტ-საარჩევნოდ შეიძლება გარკვეულწილად კრიზისის ინიციატორი გახდეს, ეს ახალი ამბავი არ არის. სხვა საკითხია - კრიზისი რომელიც კანონის ფარგლებში ეტევა და არსებობს კრიზისი, რომელიც კანონს მიღმაა. ამ ჩანაწერიდან პირადად მე გამიჭირდება კვალიფიცირება, თუ აქ საუბარია სცენარებზე და გარკვეულ საპროტესტო ტალღაზე, ეს არის ერთი, თუ საუბარია ძალისმიერ მოქმედებებზე ეს არის მეორე. მე ვერ მივცემ სამართლებრივ შეფასებას და არც ის მინდა ისტერიული განცხადებები ვაკეთო ან ერთი ჯგუფის მისამართით ან მეორეს. ვფიქრობ რომ შესაბამისმა უწყებებმა უნდა გააკეთონ სამართლებრივი განმარტება თუ რასთან გვაქვს საქმე. თუ საუბარია საპროტესტო მოძრაობაზე, რომელიც კანონის ჩარჩოში ეტევა, ისტერიკა ტყუილი და ზედმეტია. თუ საუბარია ძალისმიერ მეთოდებზე შესაბამისად უნდა მოიქცნენ. ამ ჩანაწერის მიხედვით მე ვერ გავაკეთებ სამართლებრივ შეფასებას”- აღნიშნა გია ხუხაშვილმა.
შეგახსენებთ, ინტერნეტში გავრცელებულ ფარული ჩანაწერში რომლის ავთენტურობა ჯერჯერობით დაასტურებული არაა, სავარაუდოდ მიხეილ სააკაშვილი და ენმ-ს ლიდერები საარჩევნო გეგმებს განიხილავენ, მათ შორის რევოლუციურ სცენარსაც.
მასალის გამოყენების პირობები






