როგორც "ნიუპოსტს" თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარემ განუცხადა, "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერები პირდაპირ თუ ირიბად დესტაბილიზაციის მომხრეები არიან.
"თუ ამ ჩანაწერის ავთენტურობა დადასტურდა, ეს იქნება კონკრეტული ძალიან მკაფიო სამხილი, იმისთვის, რომ ეს ადამიანები პასუხისგებაში მიეცნენ. ჩვენ აშკარად ვხედავთ, რომ ეს არის რევოლუციური სისხლიანი გეგმის მომზადება ქვეყანაში ხელოვნურად დესტაბილიზაციის შექმნის მიზნით. თავისთავად ცხადია, რომ შესაბამისმა ორგანოებმა რეაგირება უნდა მოახდინოს. ყველაფერთან ერთად ყველამ უნდა გაითავისოს, რომ თუ ნაციონალურ მოძრაობას მხარს უჭერენ, ფაქტობრივად პირდაპირ თუ ირიბად მომხრე არიან რომ ქვეყანაში დესტაბილიზაცია მოხდეს"- განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.
ფარული აუდიოჩანაწერი დღეს გამოქვეყნდა, ფირის ავთენტურობაც დადასტურებული არ არის, მასში მიხეილ სააკაშვილი, აკაკი ბობოხიძე, ირმა ნადირაშვილი, ნუგზარ წიკლაური, პეტრე ცისკარიშვილი, აკაკი მინაშვილი, გიგი წერეთელი ფიგურირებენ და საარჩევნო გეგმებს განიხილავენ.
მასალის გამოყენების პირობები






