რეალურია თუ არა ქვეყანაში დესტაბილიზაცია - აღნიშნულ საკითხზე საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია საუბრობს, მისი განცხადებით, შესაბამისი სტრუქტურები ყველაფერს აკეთებენ, რათა არჩევნებმა მშვიდობიან ვითარებაში ჩაიაროს. მინისტრი ასევე აცხადებს, რომ დესტაბილიზაციის ყოველგვარი მცდელობა თავიდან იქნება აცილებული:
"კომპეტენტური ორგანოები ფლობენ ყველანაირ ინფორმაციას, მუშაობენ იმისთვის, რომ მოხდეს ასეთი საფრთხეების თავიდან აცილება. მხოლოდ ხალხი და მისი უმრავლესობა განსაზღვრავს, ვის ეკუთვნის კონკრეტულ ეტაპზე ხელისუფლება, ამას არც სააკაშვილი და არც სხვა პიროვნება, ამას ქართველი ხალხი განსაზღვრავს. ამიტომ, ყველანაირი მცდელობა ამ პროცესების მიღმა გარკვეული თუგინდ მოლოდინების გაჩენისაც, რომელიც მიმართული იქნება ამ სტაბილური სიტუაციის არევისკენ, ბუნებრივია, იქნება ჩახშობილი," - აცხადებს ლევან იზორია.
მასალის გამოყენების პირობები






