პრემიერმა გამყოფი ხაზის მხარეს სასტუმროსა და ბოტანიკური ბაღის მშენებლობას ივანიშვილის უნიკალური იდეა უწოდა
პოლიტიკა - 20:13, 26 Sep, 2016     6230
ბოტანიკური ბაღისა და 60 მილიონი დოლარის ღირებულების 5-ვარსკვლავიან სასტუმროს ააშენებს პროექტების პრეზენტაციაზე, რომელიც დღეს განმუხურში გაიმართა, გიორგი კვირიკაშვილმა ხაზი გაუსვა ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ფონდი “ქართუს” დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის ინიციატივას - დააფინანსოს ანალოგიური 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო კომპლექსისა და ბოტანიკური ბაღის მშენებლობა ე.წ. გამყოფი ხაზის მეორე მხარესაც. პრემიერ-მინისტრი მიიჩნევს, რომ ბიძინა ივანიშვილის შეთავაზება არის უნიკალური წინადადება, რომელიც სრულად შეესაბამება სახელმწიფოს სამშვიდობო და შერიგების პოლიტიკას.

"ამ ორი მნიშვნელოვანი ინიციატივის გაჟღერებისთვის არც დრო და არც ადგილი შემთხვევითი არ გახლავთ. ხვალ, 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დღეა - ტრაგიკული თარიღი საქართველოს ისტორიაში. ეს ომი იყო ტრაგედია ქართველებისთვისაც და აფხაზებისთვისაც. ეს იყო ტრაგედია, რომლის თავიდან აცილება, სამწუხაროდ, ჩვენ ვერ მოვახერხეთ. მაგრამ დადგა დრო, როცა ჩვენ მომავალზე უნდა ვიფიქროთ, უნდა ვიფიქროთ ჩატეხილი ხიდების აღდგენაზე. ჩვენს ურთიერთობებში მშვიდობას და მეგობრობას ალტერნატივა არა გააჩნია. ჩვენი სახელმწიფოს სამშვიდობო და შერიგების პოლიტიკის ფარგლებში დღეს ყველამ უნიკალური წინადადება მოვისმინეთ ბატონი ბიძინა ივანიშვილისგან. ეს წინადადება და შეთავაზება უკვე არის ქართულ-აფხაზური ძმობის აღდგენისკენ გადადგმული საქმიანი და კონკრეტული ნაბიჯი. ბატონმა ბიძინამ გამოთქვა მზაობა, დააფინანსოს ანალოგიური 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო კომპლექსისა და ბოტანიკური ბაღის მშენებლობა გამყოფი ხაზის მეორე მხარესაც. ამ პროექტის განხორციელების შემთხვევაში, მისგან მიღებული მოგება მოხმარდება ადგილობრივი მოსახლეობის კეთილდღეობას და ინფრასტრუქტურის განვითარებას. ეს არის მართლაც უნიკალური წინადადება რომელიც სრულად შეესაბამება სახელმწიფოს სამშვიდობო და შერიგების პოლიტიკას," - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

მისი თქმით, ეს ნაბიჯი ნათლად აჩვენებს ქართველის ხალხის მზაობას - გავუზიაროთ წარმატება გამყოფი ხაზის მეორე მხარეს მცხოვრებ მოსახლეობას და გახადოს აფხაზი ძმები საქართველოს განვითარების მონაწილე და თანაზიარი.

“აქედან, განმუხურიდან კიდევ ერთხელ ვაჟღერებ ჩვენს გზავნილს ჩვენი აფხაზი ძმებისადმი - ყველა წარმატება და სიკეთე თქვენიცაა და ჩვენ გვჯერა, რომ დადგება დრო და მოვახერხებთ ნდობის აღდგენას, შერიგებას. დარწმუნებული ვარ, უახლოეს მომავალში ამ მხარის აღორძინება არა მარტო ამ რეგიონის განვითარებას, არამედ მთელი საქართველოს წინსვლას შეუწყობს ხელს,” - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.

ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო აშენდება განმუხურის სანაპიროზე და მოიცავს 35,000კვ.მეტრს. სასტუმრო იქნება 190 სხვადასხვა ტიპის მაღალი კატეგორიის ოთახისგან დაკომპლექტებული. პროექტით გათვალისწინებული კვების ობიექტები- რესტორნები და კაფეები იქნება გაჯერებული რეგიონისთვის დამახასიათებელი კულინარიული შედევრებით, რაც ხელს შეუწყობს მდიდარი ქართული სამზარეულოს მეტ პოპულარიზაციას. სასტუმროს მშენებლობაზე დასაქმებულთა რიცხვი 2 წელიწადში გადააჭარბებს 2000 ადამიანს, ხოლო სასტუმროს ოპერირების დროს დასაქმდება 350 ადამიანი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42