„მიხეილ სააკაშვილი, როდესაც ლაპარაკობს ავანტიურისტულ გეგმებზე, ის ელაპარაკება მხოლოდ თავისუფალი ზონის წევრებს? დარწმუნებული ვარ, რომ ასეთი საუბრები მას გაცილებით წონიან პოლიტიკურ ფიგურებთან აქვს. ორი მესიჯი მოდის აქედან: ერთი, რომ 8 ოქტომბერს ნაციონალურ მოძრაობას აქვს იმედი გადაწურული, რომ ისინი არჩევნებს მოიგებენ და პირდაპირ დესტაბილიზაცია უნდა წამოიწყონ, თითქოს არჩევნები გაყალბდა და მეორე თემა ის არის, რომ მიხეილ სააკაშვილი უჩალიჩებს სერიოზულად თავისი პარტიის წევრებსა თუ მხარდამჭერებს. ყველა შევთანხმდით, რომ ხელისუფლების შეცვლა და ყველაფერი მსგავსი, რაც ხელისუფლების შეცვლას უკავშირდება, მოხდება მხოლოდ არჩევნები გზით ამ ქვეყანაში,“ - განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.
ძიძიგური ბოლო დროს მიხეილ სააკაშვილის საქართველოში შესაძლო დაბრუნების შესახებ გაკეთებულ განცხადებებს ეხმაურება და ამბობს, რომ მის ჩამოსვლას მიესალმება და მან პასუხები უნდა გასცეს სასამართლოს.
მასალის გამოყენების პირობები






