მიხეილ ჯანელიძე გაეროს სპეციალურ მომხსენებელს დევნილთა საკითხებში ჩალოკა ბეიანს შეხვდა
პოლიტიკა - 16:52, 26 Sep, 2016     1140
დევნილთა საკითხებში გაეროს სპეციალური მომხსენებლის ჩალოკა ბეიანის განცხადებით საქართველომ პროგრესს მიაღწია იძულებით გადაადგილებულ პირთა საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების კუთხით.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ გამართა შეხვედრა იძულებით გადაადგილებულ პირთა უფლებების საკითხებში გაეროს სპეციალურ მომხსენებელთან ჩალოკა ბეიანისთან, რომელიც საქართველოს ოფიციალური ვიზიტით სტუმრობს.

შეხვედრაზე ქართულმა მხარემ გაეროს სპეციალურ წარმომადგენელს მიაწოდა დეტალური ინფორმაცია საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებათა კუთხით არსებული მძიმე ვითარების შესახებ. ხაზი გაესვა საერთაშორისო მონიტორინგის მნიშვნელობას აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში არსებული ვითარების შესაფასებლად.

გაეროს სპეციალური მომხსენებლის მხრიდან აღინიშნა ის პროგრესი, რომელსაც ბოლო წლების განმავლობაში საქართველომ მიაღწია იძულებით გადაადგილებულ პირთათვის შესაბამისი პირობების შექმნის თვალსაზრისით.

„ბოლო ვიზიტის შემდეგ დღემდე პროგრესი მიღწეულია რამდენიმე საკითხში, როგორიც არის იძულებით გადაადგილებულ პირთა საცხოვრებელი პირობები და იძულებით გადაადგილებულ პირებთან დაკავშირებული კანონმდებლობა, ასევე მოხერხდა ზოგიერთი მნიშვნელოვანი საკითხის გრძელვადიანი გადაწყვეტა“ - განაცხადა ჩალოკა ბეიანმა.

შეხვედრაზე მხარეებმა დააფიქსირეს საერთაშორისო თანამეგობრობის ჩართულობის მნიშვნელობა იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა საერთაშორისოდ აღიარებული უფლებების დაცვის უზრუნველსაყოფად, რაც უპირველესად გულისხმობს საკუთარ საცხოვრებელ ადგილებში მათი უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნებისთვის სათანადო პირობების შექმნას და სამოქალაქო, ეკონომიკური თუ კულტურული უფლებების დაცვას.

როგორც გაეროს სპეციალურმა მომხსენებელმა განაცხადა მან აღნიშნული ვიზიტის წინ მოითხოვა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლის უფლება რაზეც უარი მიიღო. ვიზიტის ფარგლებში გაერო-ს სპეციალური მომხსენებელი მოინახულებს საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებს, ადგილზე გაეცნობა არსებულ ვითარებას და გაესაუბრება ადგილობრივ მოსახლეობას. ჩალოკა ბეიანი ასევე ეწვევა ზუგდიდს, სადაც მოინახულებს იძულებით გადაადგილებულ პირთა ახალ დასახლებას.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42