"მიშას ოდესიდან სოლოლაკამდე გვირაბის გათხრაც რომ დასჭირდეს, გამარჯვებას ჩვენთან იზეიმებს" - რულოვსი
პოლიტიკა - 15:25, 26 Sep, 2016     8194

ნაციონალური მოძრაობის ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატმა სანდრა რულოვსმა ტრადიციას არც ამჯერად უღალატა და ზუგდიდში მიმდინარე აქციაზე შეკრებილ მოსახლეობას მეგრულად მიმართა.

საქართველოს ყოფილმა პირველმა ლედიმ ამომრჩეველს აქტიურობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მათი მხარდამჭერების რაოდენობა დღითიდღე იზრდება.

რულოვსმა მის კონკურენტზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ "ქართული ოცნების" ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატი დებატებს და მასთან პირისპირ შეხვედრას გაურბის.

"გამგებელი იყო აქ ადრე - ვიღაც თოლორაია, მითხრეს, რომ შენს დანახვაზე გაწითლდებაო, მაგრამ ეს კაცი არც დებატებში, არც ქუჩაში და არც ზუგდიდობაზე არ მოსულა, იმედი მაქვს რომ მოვა"- აღნიშნა სანდრა რულოვსმა.

ენმ-ს კანდიდატმა იხუმრა კიდეც, რომ დღევანდელი დღისთვის სათანადოდ მოემზადა რომ "თოლორაიას გამოგზავნილ ბეტეერ ქალებს სათანადოდ დახვედროდა".

"მითხრეს, ბეეტერ ქალებს გამოგიგზავნის, რომ თმებით გითრიონო, თმებიც კი გავისწორე, მაგრამ პროვოკაციებზე აღარავინ მოდის. ხო ხედავთ რამდენი ხართ, ვინც დაგვციცავთ ჩვენ და დავიცავთ ჩვენს ხმებს, მთელს საქართველოს და სამეგრელოს. ჩვენ ვერავინ მოგვერევა. უკრაინის რევოლუუციის დროს იყო ასეთი ლოზუნგი - ბევრნი ვართ და ვერავინ ვერ მოგვერევა"- აღნიშნა სანდრა რულოვსმა.

მისი თქმით, ის პოლიტიკოსობას მისი მეუღლისგან სწავლობს.

"მე ვსწავლობ მისი ნიჭისგან, მან წინასწარ იცის რა როგორ მოხდება. მან იცის, რომ გამარჯვებას ჩვენთან ერთად იზეიმებს, ოდესიდან სოლოლაკამდე გვირაბის გათხრაც რომ დასჭირდეს"- თქვა სანდრა რულოვსმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42