გიორგი მარგველაშვილმა აფხაზეთში დაღუპულ მეომართა ხსოვნის ტურნირში გამარჯვებული გუნდი დააჯილდოვა
პოლიტიკა - 14:24, 26 Sep, 2016     1012
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი აფხაზეთში დაღუპულ მეომართა ხსოვნის ტურნირის ფინალურ მატჩს დაესწრო და გამარჯვებული გუნდი თბილისის „თბილისი“ დააჯილდოვა.

„როდესაც ქართული ჯარის აღმშენებლობაზე ვმუშაობთ და სამხედრო წვრთნებს ვატარებთ, ძალიან ყურადღებით გვაკვირდებიან არაკეთილმოსურნეები.

ვფიქრობ, რომ იმ წვრთნებზე დაკვირვებას ნაკლები აზრი აქვს - დღეს, უნდა ენახათ ის, რა ძალაც და შემართებაც, გაუტეხელობაც არის ქართველ ჯარისკაცში.

აზრი აღარ აქვს წვრთნებზე დაკვირვებას - ჩვენი სული უტეხია და ამ ქვეყანას, რომელსაც ჰყავს ესეთი ჯარისკაცები ვერავინ ვერსადროს ვერ დაამარცხებს და დიდი მადლობა თქვენ ამისთვის, რაც დღეს აჩვენეთ საზოგადოებას და რაც დღეს გვაჩვენეთ ყველას ჩვენ”, - განაცხადა პრეზიდენტმა ჯილდოს გადაცემის შემდეგ.

აფხაზეთში დაღუპულ მეომართა ხსოვნის ტურნირში მონაწილეობას ამპუტანტი ფეხბურთელების 6 გუნდი იღებდა.

მატჩს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, პრეზიდენტის მრჩეველი ვეტერანთა საკითხებში ალექსანდრე ბარბაქაძე, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის თანამშრომლები, ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი და ვეტერანები დაესწრნენ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42