"თავისუფალი დემოკრატები" ხელისუფლებას "ბინძური პროვოკაციის" მცდელობაში ადანაშაულებენ და აღნიშნავენ, რომ ეს ადამიანები პარტიის რიგებში არასდროს ირიცხებოდნენ.
"ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება, "თავისუფალი დემოკრატების" რეიტინგი ძალიან დიდია აბაშა-მარტვილის რაიონში, ხელისუფლება ცდილობს მსგავსი სპექტაკლები დადგას. მე როგორც შტაბის უფროსი სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ეს ადამიანები პარტიის წევრები არასდროს ყოფილან, შესაბამისად ჩნდება კითხვა: როგორ დატოვებდნენ ჩვენი პარტიის რიგებს. მსგავსი დეზინფორმაციის გავრცელება მიზნად ისახავს ჩვენი მაღალი რეიტინგის შელახვას, ბატონი ირაკლის და მთელი შტაბის მიმართ. ჩვენ ჯანსაღი საარჩევნო პროცესის ჩატარებისკენ ვართ მიმართული და აქტიურად ვეწევით მოსახლეობასთან შეხვედრას და მსგავსი ბინძური პროვოკაციისთვის დრო ნამდვილად არ გვრჩება"- განუცხადა "ნიუპოსტს" ირაკლი პერტენავამ.
მასალის გამოყენების პირობები






