ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმა თვლის, რომ ნარკოპოლიტიკის რეფორმირების პროცესი უნდა მოიცავდეს შემდეგ ცვლილებებს:
• ყველა სახის ნარკოტიკის მოხმარებისთვის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის გაუქმება
• საკუთარი მოხმარების მიზნით მცენარეების კულტივირებასათან დაკავშირებული კანონმდებლობის გადახედვა
• მცირე ოდენობის შეძენა/შენახვაისათვის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის გაუქმება
• ნარკოტიკების მოხმარებისთვის და მცირე ოდენობით პირადი მოხმარებისთვის შეძენა/შენახვისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის ნორმების გადახედვა
• დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით პირადი მოხმარების მიზნით ნარკოტიკების შეძენა/ შენახვისათვის გათვალისწინებული სანქციების გადახედვა
• ნარკოტიკების ადექვატური ოდენობების დადგენა
• მოხმარების და გასაღების დეფინიციების გადახედვა
• იძულებითი ნარკოტესტირების მოქმედი რეჟიმის გაუქმება
• მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებების ჩამორთმვის და შეზღუდვის გადახედვა
• ნარკოტიკების მომხმარებლებისათვის მკურნალობის, რეაბილიტაციის და ზიანის შემცირების პროგრამების ლეგალური ბაზის უზრუნველყოფა და რეგულაციების დახვეწა
• აღნიშნული პროგრამების ფინანსური მდგრადობის უზრუნველყოფა გეოგრაფიული და ფინანსური ხელმისაწვდომობის პრინციპების გათვალისწინებით
• ამბულატორიული და რეზიდენტული (ასევე კომუნის ტიპის) სარეაბილიტაციო ცენტრების ქსელის/სისტემის დაფუძნების ხელშეწყობა
• სასჯელაღსრულების სისტემაში მკურნალობის და რეაბილიტაციის სისტემის გაფართოება
• ნარკოპოლიტიკის ეროვენული სტრატეგიის და სამოქმედო გეგმის შემუშავების და განხორციელების მექანიზმების ამოქმედება.
პარტია „ირაკლი ალასანია - თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერებმა ნიკოლოზ (კოკა) ფრუიძემ, ნინო გოგუაძემ, თამარ ამაშუკელმა და ნინო ფრუიძემ ხელმოწერებით დაადასტურეს, რომ მხარს უჭერენ ზემოთჩამოთვლილი ცვლილებების საქართველოს პარლამენტის დღის წესრიგში პრიორიტეტულ საკითხად ნარკოპოლიტიკის ფუნდამენტური რეფორმირების საკითხის დაყენებას და მათ განხორციელებას.
მასალის გამოყენების პირობები






